საქართველოს საელჩო იტალიაში მომხდარ მიწისძვრაზე ინფორმაციას ავრცელებს - კვირის პალიტრა

საქართველოს საელჩო იტალიაში მომხდარ მიწისძვრაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საელჩო იტალიაში კალაბრიის რეგიონში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"გავრცელებული ინფორმაციით, იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულები არ არიან.

საქართველოს საკონსულო მოუწოდებს კალაბრიის რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე: +39 333 8879123.",-ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს საელჩო იტალიაში სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"