"ავადმყოფები ხართ!" - რატომ გალანძღა სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტები - კვირის პალიტრა

"ავადმყოფები ხართ!" - რატომ გალანძღა სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტები

"ავადმყოფები ხართ“! - ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ ჟურნალისტებს ჟენევაში, მას შემდეგ რაც მათ სცადეს სერგეი ლავროვისთვის კითხვა თბილისში დაგეგმილ ევროსაბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით დაესვათ.

ქართველი ჟურნალისტების აღნიშნულ შეკითხვას სერგეი ლავროვმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტები ლავროვს "თავს დაესხნენ“, თუმცა "ბოსი არ დაშავებულა“.

"და იცით რა სჭირდებოდათ? შეუძლებელია დაიჯერო! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში“,- წერს ზახაროვა "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე და დასძენს, რომ "თვითონ თავის კოლეგასთან ერთად გაკაწრეს, თუმცა ბოსი არ დაშავებულა“.