"არც დავფიქრებულვარ, ისე დავტოვე თბილისი და ოჯახთან ერთად წავედი სოფელში" - რას ჰყვება მთიან სოფელში გადასახლებული მასწავლებელი - კვირის პალიტრა

"არც დავფიქრებულვარ, ისე დავტოვე თბილისი და ოჯახთან ერთად წავედი სოფელში" - რას ჰყვება მთიან სოფელში გადასახლებული მასწავლებელი

36 წლის ლალი ფიცხელაურმა დედაქალაქში 10-წლიანი ცხოვრების შემდეგ გადაწყვიტა, ოჯახთან ერთად სოფელ ყანობში წასულიყო საცხოვრებლად. რა უძღოდა მის ამ ნაბიჯს წინ და როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა ოჯახი მთიან სოფელში ამის შესახებ თავად გვიყვება:

- სანამ გავთხოვდებოდი, ყაზბეგში ვმუშაობდი წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში. წარმოშობით სტეფანწმიდიდან ვარ. მეუღლე მყავს სოფელ ყანობიდან. დაოჯახების შემდეგ გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად. ათი წელი ვიცხოვრეთ დედაქალაქში, მაგრამ ძალიან გამიჭირდა სამსახურის გარეშე ყოფნა, ვერ ვიწყებდი სამსახურს, პატარების დამტოვებელი არავინ მყავდა. სოფელ ყანობში ბაგა-ბაღის გახსნის შემდეგ დავბრუნდი. აქ ბაღი არასდროს ყოფილა, ერთი წელია, რაც ფუნქციონირებს.

სოფელში სულ 30 ოჯახი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სოფელია, არის ოჯახები, სადაც 5, 4, 3 შვილი ჰყავთ, აქ ორშვილიან ოჯახებს იშვიათად ნახავთ. შობადობა ყანობში არის ძალია მაღალი. ამ ფაქტორმა გამოიწვია ბაღის გახსნის აუცილებლობა. მოსახლეობაც ითხოვდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწია თხოვნა და ბაღიც აშენდა.

- რამდენი მოსწავლე გყავთ ბაღში?

- ბაღში გვყავდა 12 აღსაზრდელი. ახლა შემოგვემატა მეზობელი სოფლიდან ერთი ბავშვი და კიდევ ერთს ველოდებით.თავად რამდენი შვილი გყავთ?

- ორი შვილი მყავს. ბიჭი მეხუთე კლასელია, გოგო - პირველკლასელი.

- თბილისიდან სოფელში საცხოვრებლად წამოსვლის გადაწყვეტილება როგორ მიიღეთ?

- ბაღი რომ გაიხსნა, შემომთავაზეს სამსახური,არც დავფიქრებულვარ, ისე დავტოვე თბილისი და ოჯახთან ერთად წავედი სოფელში. ახლა სკოლაშიც ვმუშაობ. პროფესიით ფილოლოგი ვარ.

- რას გვეტყვით საცხოვრებელ პირობებზე?

- ბუნებრივი აირით და ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი ვართ. გაზი უფასო გვაქვს. დენის საფასურური განახევრებული გვაქვს. ყაზბეგთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი სოფელია ყანობი და რომ გავთხოვდი, არ მიმიწევდა გული მისკენ, ვერც კი წარმოვიდგედი, რომ ეს სოფელი ასე გამოცოცხლდებოდა და გახალისდებოდა. გზა გაგვიკეთეს. ყაზბეგამდე მისასვლელი სამარშუტო ტაქსი ყოველ დღე დადის. საცხოვრებელ პირობებს სოფლის დონზე არ ვუჩივით.

ჩემი ეუღლე სასაზღვრო პოლიციაში მუშაობს დარიალის საზღვარზე. განაგრძეთ კითხვა