ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"