"ვირუსები, რასთანაც ადამიანებს შეხება არასოდეს ჰქონიათ" - რომელი ცხოველიდან დასნებოვნდა კორონავირუსით პირველი პაციენტი?!
"ვირუსები, რასთანაც ადამიანებს შეხება არასოდეს ჰქონიათ" - რომელი ცხოველიდან დასნებოვნდა კორონავირუსით პირველი პაციენტი?!
ფოტო:პელიგანი, რომელიც მალაიზიაში უკანონოდ შეიყვანეს
სადღაც ჩინეთის ცაში ღამურამ ფრენისას მოისაქმა. მისი ექსკრემენტები, რომელიც კორონავირუსს შეიცავდა, ტყეში, მიწაზე დაეცა. ტყის ცხოველებს, შესაძლოა პანგოლინებს, რომლებიც ხეების ძირს ჩამოცვენილ ფოთლებში მწერებს დაეძებენ და იკვებებიან, ინფექცია შეეყარათ - დაახლოებით ასე აღწერენ კორონავირუსის ეპიდემიის დასაწყისს მეცნიერები.
გარკვეული ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ვირუსი ველურ ბუნებაში ცირკულირებდა. ბოლოს, დასნებოვნებული ცხოველიდან ინფექცია მის დამჭერ ადამიანზე გადავიდა, შემდეგ კი ბაზრის თანამშრომელს შეეყარა და... გლობალური აფეთქებაც დაიწყო.

მეცნიერები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ყველაფერი სწორედ ასე
მოხდა და სურთ დაადგინონ, კონკრეტულად რომელი ცხოველები ატარებენ ორგანიზმში ამ ვირუსს. ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების წევრის, პროფესორ ენდრიუ კანინგემის თქმით, ეს სამუშაო გარკვეულწილად დეტექტივს მოგვაგონებს: "მთელი რიგი სახეობების ცხოველებს შეუძლიათ ამ ვირუსის ტარება, - ამბობს იგი, - მათ შორის ღამურებს... სხვათა შორის, ღამურების ორგანიზმი რამდენიმე სახეობის
კორონავირუსს შეიცავს".

მას შემდეგ, რაც მკვლევარებმა ადამიანის სხეულიდან აღებული კორონავირუს Covid-19-ის გენეტიკური კოდი გაშიფრეს, ღამურების მიმართ ეჭვები გაძლიერდა. როგორც ცნობილია, ეს არსებები მრავალრიცხოვან ჯგუფებად ცხოვრობენ, დიდ მანძილზე ფრენა შეუძლიათ და პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე გვხვდება.

მაგრამ თვითონ რატომ არ კვდებიან?
როგორც ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის პროფესორი ქეით ჯონსი განმარტავს, ღამურებს გააჩნიათ დაზიანებული დნმ-ის (დეზოქსირიბონუკლეინმჟავის) სტრუქტურის სწრაფად აღდგენის თვისება - როგორც ჩანს, იმის წყალობით, რომ ისინი შეგუებულები არიან ენერგიის დიდ დანახარჯებს, რასაც დიდ მანძილზე ფრენა მოითხოვს.

"ალბათ, სწორედ ამიტომ ღამურებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ორგანიზმში ვირუსების მომატებულ რაოდენობას და, შესაბამისად, თვითონ ავად იშვიათად ხდებიან... თუმცა დღეისათვის ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა", - ამბობს პროფესორი.
კორონავირუსი ელექტრომიკროსკოპის ქვეშ
ღამურების ქცევა და მათი ცხოვრების წესი, უეჭველია, ვირუსებისათვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის: "თუ მათი ცხოვრების წესს დავაკვირდებით, აშკარა ხდება, რომ ღამურების ორგანიზმი დიდი რაოდენობით სხვადასხვა ვირუსებს უნდა შეიცავდეს", - აღნიშნავს პროფესორი ჯონათან ბოლი ნოტინჰემის უნივერსიტეტიდან, - და რადგანაც ღამურები ძუძუმწოვრები არიან, მათ ადამიანის დასნებოვნება შეუძლიათ - პირდაპირი ან შუალედური გზით, რომელიმე ცხოველის მეშვეობით".

რომელი ცხოველი გახდა კორონავირუსისთვის მოძრავი ინკუბატორი და როგორ მოხვდა სასიკვდილო ინფექცია უხანის ბაზარზე?

მთავარი ეჭვმიტანილები ამ საქმეში ზემოთხსენებული პანგოლინები არიან.
პანგოლინები ჭიანჭველებით იკვებებიან. ისინი ქერცლით არიან დაფარულნი და მსოფლიოში ყველაზე კონტრაბანდულ ცხოველებად მიიჩნევიან. ამიტომაც პანგოლინები გადაშენების ზღვარზე იმყოფებიან. მათი ქერცლი ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება, ხორცს კი ზოგიერთები დელიკატესად თვლიან და სიამოვნებით მიირთმევენ.

პანგოლინების ორგანიზმში ჩინელმა მეცნიერებმა იმ ტიპის კორონავირუსები იპოვეს, რომლებიც ადამიანს ასნებოვნებენ, მაგრამ მთლიანად სასიკვდილო ვირუსის იდენტურები არ არიან.
იქნებ მათი გენური მუტაცია მოხდა? ჯერჯერობით კვლევითი სამუშაოები არ დასრულებულა, ინფორმაცია სრულყოფილი არ არის, ასე რომ, ექსპერტები ამ ეტაპზე დასკვნებს ფრთხილად აკეთებენ.

პროფესორ ენდრიუ კანინგემის თქმით, საკვანძო როლს ასრულებს გამოკვლელული პანგოლინების რაოდენობა და მათი წარმომავლობა:
"თუ მოცემულ შემთხვევაში საქმე შეეხება რამდენიმე ცხოველს, რომლებიც თავისუფალ გარემოშია დაჭერილი, მაშინ მონაცემები საკმაოდ დამარწმუნებელია, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი პანგოლინია გამოკვლელული, თანაც ბაზრიდან, მაშინ რაიმეს მტკიცება ცოტა არადამაჯერებელი იქნება".

პანგოლინები და ღამურები ჩინეთის სასურსათო ბაზრებზე ხშირად იყიდება ხოლმე: "სწორედ ამ ადგილებში იქმნება იდეალური გარემო პათოგენების გასავრცელებლად - ჯერ ცხოველებს შორის, შემდეგ კი მათი ადამიანებზე გადატანისათვის", - ამბობს ენდრიუ კალაგენი.
ცხოველების ბაზარი უხანში, რომელიც უკვე დახურულია
ამჟამად უკვე დახურულ ქალაქ უხანის ბაზარში არსებობდა ნანადირევის სექტორი, სადაც იყიდებოდა როგორც ცოცხალი, ასევე მოკლული ცხოველების, მათ შორის აქლემის, კოალის (ჩანთოსანი დათვის) და ფრნველების ხორცი.
როგორც გაზეთი "გარდიანი" წერდა, უხანის ერთ-ერთ ზოოლოგიურ მაღაზიაში ამას წინათ ჩატარებული ინვენტარიზების დროს, იქ აღმოაჩინეს მგლის ცოცხალი ლეკვები, ოქროს ციკადები, მორიელები, ბამბუკის ვირთხები, ციყვები, მელიები, ზღარბები, მაჩვზრარბები, სალამანდრები, კუები და ნიანგები.

როგორც ვხედავთ, პანგოლინები და ღამურები ამ სიაში არ არიან, მაგრამ ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, უეჭველია, გამოიკვლევენ და დაადგენენ, რა სახის ცხოველებს ყიდდნენ უხანის ბაზარზე, - ამბობს პროფესორი ჯონათან ბოლი.

"თუ ვირუსის გადაცემა ცხოველიდან ადამიანზე ერთხელ მაინც მოხდა, მაშინ უნდა დავადგინდეს, შესაძლებელია თუ არა მისი გამეორება, - აღნიშნავს პროფესორი, - აუციელებელია იმის დადგენა, რომელი ცხოველი როგორ გარემოებაში გახდა დასნებოვნების წყარო. ისიც უნდა ვიცოდეთ, თუ რომელი ფაქტორები აძლიერებენ რისკს".

ბევრი ვირუსი, რომლებმაც ბოლო წლებში დიდი ხმაური გამოიწვიეს, ადამიანებზე ცხოველებიდან გადავიდა: ებოლა, შიდსი, მძიმე რესპირატორული სინდრომი (SARS) და ახლა კორონავირუსიც.

მსგავსი აფეთქებების რაოდენობის ზრდას პროფესორი ქეით ჯონსი იმით ხსნის, რომ ჯერ ერთი, მედიკოსებმა ისწავლეს მათი წარმომავლობის განსაზღვრა, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანი სულ უფრო ღრმად და ხშირად იჭრება ველურ ბუნებაში, სულ უფრო მეტად იცვლება ლანდშაფტი და ამის შედეგად, სულ უფრო ხშირად ხდება ვირუსებთან კონტაქტი - ისეთ ვირუსებთან, რასთანაც ადამიანებს  შეხება არასოდეს ჰქონიათ.
არსებული კვლევებით, აქლემებიც შეიძლება იყვნენ კორონავირუსის მატარებლები
რისკის ფაქტორის გარკვევის შემდეგ შესაძლებელი იქნება სიფრთხილის ზომების მიღებაც, მაგრამ, როგორც პროფესორი კანინგემი ამბობს, სიფრთხილის ზომები ამა თუ იმ ცხოველის ან ფრინველის სახეობის გაჟლეტვით არ უნდა გამოიხატოს, რადგან ისინი დედამიწის ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. კერძოდ, იგივე ღამურებს არა მარტო ვირუსები გადააქვთ, არამედ უამრავ კოღოს და სასოფლო-სამეურნეო მავნებლებს ანადგურებენ, მცენარეების (ხეების) ყვავილებს ამტვერიანებენ და მათ თესლს ავრცელებენ.

2002-2003 წლებში მძიმე რესპირატორული სინდრომის (SARS) აფეთქების შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი სახეობის კორონავირუსმა გამოიწვია, ველური ცხოველებით ვაჭრობა დროებით აიკრძალა, მაგრამ მალე ისევ იქნა ნებადართული ჩინეთში, ვიეტნამში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში.

დღეისათვის ჩინეთის ხელისუფლებამ ანალოგიური ზომები გაატარა და ზოგიერთი ცნობის თანახმად, არაა გამორიცხული, რომ ამჯერად აკრძალვა უვადო იქნება.

"საბოლო ჯამში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანის დასნებოვნების წყაროსა და გარემოების განსაზღვრა ვერ მოხერხდება, მსგავსი კატასტროფების ეფექტურად თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია", - თვლის პროფესორი დიანა ბელი აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტიდან, - "ჩვენ ცხოველების გადაადგილებას მთელ მსოფლიოში ვახდენთ - ერთი ქვეყნიდან - მეორეში, ერთი ბუნებრივი გარემოდან - მეორეში, ვუცვლით ცხოვრების წესს და პირობებს სხვადასხვა სახეობების წყლის და ხმელეთის ცხოველებს... ამით მათ ერთგვარ "სახარშ ქვაბს" ვუქმნით. ეს უნდა შეწყდეს", - ამბობს იგი. წყარო


მოამზადა სიმონ კილაძემ

მედეა
27 თებერვალი 2020 14:08
ბესო გვიყვება რაღაცას, რომელიც კარგად ვერ გავიგე. პ ი რ ბ ა დ ე ბლეფია? ხახვი და ნიორი -ცხვირში ამოსმული თუ სადილში ჩახარშული დ ა გ ვ ი ც ა ვ ს ? ცხოველების და ფრინველების გაწყვეტა ვის ინტერესშია, ნ ო უ ჰ ა უ გააჟღერე? რაც გვიწერია, არ ა გ ვ ც დ ე ბ ა და შიში ვერ იხსნის სიკვდილსა-ღმერთმა დაგვიცვას ყველანი!
ბესოს
27 თებერვალი 2020 10:52
გთხოვთ, ტოტოსნაირ ტლუებს კარგად აუხსნათ..
პ.ს. სწორს ბრძანებთ თქვენს კომენტარში, კარგი იქნება თუ გაშლით ამ საკითხს და უფრო დეტალურად აგვიხსნით, ფაქტია რომ, იმუნიტეტის დეფიციტია საქართველოში და ამაზე არავინ ზრუნავს (არც მოსახლეობა და არც ჯანდაცვა)
ტოტოს
27 თებერვალი 2020 10:48
ეტყობა აზროვნების დეფიციტი გაქვთ, კომენტარში არაფერი წერია ისეთი, რაც მსოფლიო ლაბორატორიებში არ ხდება..საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძროხების გაწყვეტა უნდათ და ეპანეთში ზარზეიმით აღნიშნეს ხელოვნური ხორცის შექმნა, ისიც ცნობილია რომ, აფრიკის ველური ცხოველები მხოლოდ ზოოპარკებში იქნება სამომავლოდ..ასე რომ, საკუთარ სიბნელეს მიხედეთ ჯობია ტოტოოოოო...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?