საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და საქართველოში აზერბაიჯანიდან 25 თებერვალს შემოვიდა.

26 თებერვალს, დაახლოებით 20 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი დაინიშნა, რომელსაც ეკატერინე ტიკარაძე გამართავდა. ბრიფინგამდე პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირი გაიმართა, რომელსაც მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

შეგახსენებთ, ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 14 პაციენტი იმყოფება. მათგან ინფიცირება მხოლოდ ერთ პაციენტს დაუდასტურდა.

იხილეთ ასევე: "ვირუსები, რასთანაც ადამიანებს შეხება არასოდეს ჰქონიათ" - რომელი ცხოველიდან დასნებოვნდა კორონავირუსით პირველი პაციენტი?!