მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული საზღვრიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს და მას რიგით მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია - კვირის პალიტრა

მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული საზღვრიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს და მას რიგით მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა

მისი თქმით, 50 წლამადე მამაკაცი მოთავსებულია ცალკე სივრცეში, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველოშ ეპიდემია არ გავრცელდეს.

"მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ , რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდა, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ცალკე სივრცეში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია", - განაცხადა მინსიტრმა. მისი თქმით, ინფიცირებული საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ პირდაპირ ინფექციურ საავდამყოფოში გადაიყვანეს. ის ირანში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ასევე დაკვირვების ქვეშაა, თუმცა მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

შეგახსენებთ. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა და საქართველოში აზერბაიჯანიდან 25 თებერვალს შემოვიდა.