"სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი? - კვირის პალიტრა

"სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე" - რას აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი?

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

"სწავლის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიური საფრთხე", - განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დღეს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

"ინტერპრესნიუსი"