"ქვეყანაში ყველა სფეროს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ" - რას წერს ზაზა შენგელია ამირან გამყრელიძეზე სოციალურ ქსელში?
"ქვეყანაში ყველა სფეროს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ" - რას წერს ზაზა შენგელია ამირან გამყრელიძეზე სოციალურ ქსელში?
"ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ კორონავირუსის საქართველოში გამოვლენის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: 

დღეს საღამოს ტელევიზორში ვუსმენდი ამირან გამყრელიძის აბსოლუტურად კომპეტენტურ და დამაჯერებელ გამოსვლას კორონავირუსთან დაკავშირებით. რამხელა კლასი და შინაგანი დახვეწილობა იგრძნობოდა მის საუბარში, ჟურნალისტთა მიერ დასმულ რთულ კითხვებზე პასუხებში ...მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო - ეს ადამიანი არის უმაღლესი რანგის პროფი და უკიდურესად თავმდაბალი, ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი, მოხარული ვარ და ვამაყობ,
რომ წლების წინ მასთან ერთად მომიწია საქართველოს მთავრობაში მუშაობა. ჩემი აზრით ქვეყანაში ყველა სფეროს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ " - წერს ზაზა შენგელია

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ
ბრიფინგზე განაცხადა.

ნ.მ.
27 თებერვალი 2020 23:16
ეგ კაცი რატომ არ უნდა იყოს მინისტრი, არ მესმის.
არსენა
27 თებერვალი 2020 16:00
ამირან გამყრელიძეზე 100%-ით გეთანხმებით, აი მინისტრკა გარტყმაში არაა..
tsiko
27 თებერვალი 2020 11:46
100% გეტანხმებით. მასტერკლასი ჩაატარა , მოსახლეობაც დაამშვიდა და ირიბად ე.წ. ,,ჟურნალისტების" დონე კიდევ უფრო ცხადად დაგვანახა

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?