"ქვეყანაში ყველა სფეროს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ" - რას წერს ზაზა შენგელია ამირან გამყრელიძეზე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ქვეყანაში ყველა სფეროს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ" - რას წერს ზაზა შენგელია ამირან გამყრელიძეზე სოციალურ ქსელში?

"ბრავო რექორდსის" დამფუძნებელი ზაზა შენგელია,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ კორონავირუსის საქართველოში გამოვლენის ფაქტზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: 

დღეს საღამოს ტელევიზორში ვუსმენდი ამირან გამყრელიძის აბსოლუტურად კომპეტენტურ და დამაჯერებელ გამოსვლას კორონავირუსთან დაკავშირებით. რამხელა კლასი და შინაგანი დახვეწილობა იგრძნობოდა მის საუბარში, ჟურნალისტთა მიერ დასმულ რთულ კითხვებზე პასუხებში ...მინდა ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო - ეს ადამიანი არის უმაღლესი რანგის პროფი და უკიდურესად თავმდაბალი, ღირსეული და კეთილშობილი ადამიანი, მოხარული ვარ და ვამაყობ, რომ წლების წინ მასთან ერთად მომიწია საქართველოს მთავრობაში მუშაობა. ჩემი აზრით ქვეყანაში ყველა სფეროს სწორედ ასეთი ადამიანები უნდა ხელმძღვანელობდნენ " - წერს ზაზა შენგელია

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის თაობაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.