"არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოცქსელებში ვრცელდება...პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს" - რას წერს იტალიიაში მომუშავე ქართველი ექიმი
"არ არის ისეთი საშიში, როგორც მედიაში და სოცქსელებში ვრცელდება...პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს" - რას წერს იტალიიაში მომუშავე ქართველი ექიმი
იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პა­ნი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა. მა­თი­აშ­ვი­ლი იტა­ლი­ა­ში, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ ბერ­გა­მოს კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბენ.


რადგან ამ პანიკის ეპიცენტრში ვარ, ერთ სტატუსს მივუძღვნი.  ჩემს საავადმყოფოში, 20 COVID-19-იანი პაციენტია. ყველა იზოლორებული, 3 ინტუბირებულია რეანიმაციაში. 1 გარდაიცვალა(გარდაცვლილი მოიყვანეს). ყველა მძიმე პაციენტი, მათ შორის გარდაცვლილიც, არის 80 წელს ზევით, სხვა ასოცირებული კონდიციებით.

მოკლედ, ადამიანურ ენაზე, რომ ვთქვათ ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც
მედიაში და სოც ქსელებში ვრცელდება. არ დაიხოცება ხალხი ქუჩაში და სამყაროს დასასრულს არ გამოიწვევს.

იტალიას, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ჯანდაცვის სისტემა აქვს და მაქსიმალურ ძალისხმევას დებს, რომ ვირუსის გავრცელება შეაჩეროს. ეს არის მიზეზი რატომაც არ მუშაობს სკოლები, უნივერსიტეტები, ამიტომ არ ტარდება საფეხბურთო მატჩები და ზოგადად საზოგადოების
თავშეყრის ადგილები დახურულია. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ყველა ავადაა და ვიხოცებით. იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებმა არ მაიღწიონ ისეთ ადამიანებამდე, რომლებსაც იმუნტეტი ისედაც კომპრომიტირებული აქვთ.

პანიკამ და სოცვირუსულობამ სხვა დამანგრეველი შედეგები გამოიწვია, სოციო-ეკონომიკური. ინფორმაციის გავრცელების დღიდან ათიათასობით ადამიანი მოაწყდა მიმღებებს გაციების ნიშნებით, რომლის აბსოლუტურ უმრავლესობას, რაღა თქმა უნდა, არსად არ დაკარგული და მუდამ ჩვენთან მყოფი, good old, Influenza იგივე გრიპი ჭირდა( წელიწადში საშუალოდ 500,000 ადამიანს კლავს, btw). ამან გამოიწვია 12-13 საათიანი რიგები და სრული ქაოსი, სადაც ჩვენი COVID19 უფრო მარტივად გავრცელდა.

ესეთი პანიკა ქართულ ჯანდაცვის სისტემას დაანგრევს.

აუცილებელი ინსტრუქცია არის ერთადერთი. სულ დავიცვათ ჰიგიენის წესები(ეს ისეც გამოსადეგია).თუ გაქვს სიცხე, ხველა და სხვა დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები იყავი სახლში იზოლაციაში, გაიკეთე ნიღაბი რომ სხვებს არ გადასდო და უმკურნალე სიმპტომებს (როგორც ყველა მსუბუქი გრიპის ინფექციის დროს).

P.s. თბილისში რომ ვირუსი იყო 2 თვის წინ ბევრად მძიმე მიმდინარეობა ქონდა ( თუ ეგ არიყო ) ", - წერს ექიმი.



მაგული
27 თებერვალი 2020 12:25
გეთანხმებით 2თვის ძალიან რთული ვირუსი იყო საქართველოში გარდაცვალების შემთხვევებიც იყო
nugzari
27 თებერვალი 2020 10:23
ამდენი ლაყბობის მერე ჩვენს ჟურნალისტებს ძლივს ოცნება აუხდათ და თქვენ კიდევ გვაცნობებთ,რომ საშიში არ არის
ნურას უკაცრავათ ასე უპასუხეთ ჩვენო სიკეთით სავსე ჟურნალისტებო, აბა ჩვენ ხელფასს ცრუ გადაცემებში და მოსახლეობის შანტაჟში გვიხდიან შრომის საფასურს ,შენ კი მაგ შენი იტალიიდან გვიშლი ხელსო.
ფელშერი.
27 თებერვალი 2020 09:33
უკურნებელია და საშიში არ არისო. ამას ჭოპორტის სამედიცინო აქვს, ალბათ დამთავრებული.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?