საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ​რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული
საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ​რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული
საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეორეკომენდაციებს, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

"კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ, როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად-ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები მათ შორის-მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.

კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

რეკომენდაციები, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების
ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება; რესპირატორული ინფექციების მქონდე ადამიანის მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა; რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს
მოგზაურობის ისტორია",-ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეორეკომენდაციაში, რომელსაც მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან,აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

იხილეთ ვიდეო


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?