9 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ყველაფერი ახალ ვირუსზე რიცხვებში
9 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ყველაფერი ახალ ვირუსზე რიცხვებში
მსოფლიოში ახალი კორონავირუსი უკვე 50-მდე ქვეყანაშია გამოვლენილი. მათ შორის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდასტურდა საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 82 ათასზე მეტია, საიდანაც 78 ათასზე მეტი ადამიანი ჩინეთშია დაინფიცირებული, მას მოსდევს სამხრეთ კორეა, სადაც დაინფიცრებულია 1,595 ადამიანი, იტალიაში რაოდენობამ 470-ს მიაღწია, იაპონიაში 189, ირანში 139, ამ ქვეყნებს მოყვება სინგაპური, აშშ, ტაილანდი და ა.შ.

მსოფლიოში ახალი
კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 2 800-ს გადააჭარბა. ფატალური შემთხვევების უმეტესობა ჩინეთშია დაფიქსირებული. მას მოჰყვება ირანი, სამხრეთ კორეა, იტალია, იაპონია.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ფინეთში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში. ფინეთსა და მაკედონიაში ვირუსი იტალიიდან შესულ პირებს დაუდასტურდათ.

რაც შეეხება პაკისტანს, ამ დროისთვის უცნობია, საიდან გავრცელდა ქვეყანაში
ინფექცია. კორონავირუსის შემთხვევა გუშინ საბერძნეთსა და ბრაზილიაშიც დაფიქსირდა.

რაც შეეხება განკურნებულთა რიცხვს, ბოლო ინფორმაციით, ახალი კორონავირუსისგან 32 906 ადამიანი განიკურნა.

დაინფიცირებულთა 82%-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 18% სერიოზული ან კრიტიკული.


რაც შეეხება გარდაცვლილთა ასაკსა და სქესს, ოფიციალური მონაცემების თანახმად, გარდაცვლილთა 14,8% 80-ზე მეტი წლის ადამიანები იყვნენ. 8% 70-79 წლის ადამიანები, 3,6% 60-69 ასაკის მქონე ადამიანები, 1,3% 50-59 წლის ასაკისები, 0,4% 40-49 წლის ასაკისები, 0,2% 30-39 წლის და მის ქვემოთ მყოფი ასაკის ადამიანები. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულთა შორის 0-დან 19 წლამდე ასაკის ადამიანებში დაინფიცირების შემთხვევები ნაკლებია, დაინფიცირებულთაგან 0-დან 9 წლამდე ასაკის ბავშვებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო 10-დან 19 წლამდე ასაკის პაციენტებში გარდაცვალების მაჩვენებლი 0,2%-ია.


ასევე ცნობილი გახდა ის სამედიცინო დაავადებები, რაც პარალელურად ჰქონდათ გარდაცვლილებს. სტატისტიკის მიხედვით, 10,5% მოდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, 7,3%-ს ჰქონდა დიაბეტი, 6,3% ქრონიკულ დაავადებაზე, ჰიპერტენზია 6,0%, კიბო 5,6%, გარდაცვლილთა 0,9%-ს კი ვირუსის გარდა, სხვა დაავადება არ ჰქონია.

აქვე გთავაზობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს:

"კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების ოჯახს, რომელთაც შეიძლება გამოიწვიონ, როგორც ნაკლებად მძიმე დაავადება, მაგალითად - ჩვეულებრივი გაციება, ასევე, უფრო მძიმე დაავადებები მათ შორის-მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი.

ახალი კორონავირუსი არის კორონავირუსების ახალი შტამი, რომლის იდენტიფიცირებაც ადრე ადამიანში არ მომხდარა.

კორონავირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს, ძირითადად ინფიცირებულ ადამიანთან ახლო კონტაქტის შემდეგ.

რეკომენდაციები, ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად: რესპირატორული ინფექციების მქონე ადამიანებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან, ან იმ გარემოსთან, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტი იმყოფებოდა; ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტის თავის არიდება; რესპირატორული ინფექციების მქონდე ადამიანის მიერ ხველის ეტიკეტის დაცვა; რესპირატორული ინფექციის მქონე პაციენტმა გამოიყენოს ნიღაბი, მიმართოს ექიმს და მოუყვეს მოგზაურობის ისტორია", - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ვიდეორეკომენდაციაში, რომელსაც მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.


თეა ბეჟიტაშვილი
ეკა გადახაბაძე
(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები