"ქართველები, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით - ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ"
27-02-2020
"ქართველები, როცა ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით - ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ"
ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ვკოცნით. ძალიან გთხოვთ, ამისგან თავი შევიკავოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსისგან საბრძოლველ რეკომენდაციებზე საუბრისას განაცხადა.

"ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება, ზოგადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით. კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელისაწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი
რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სხვა რეკომენდაციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობისგან თავის შეკავება იმ ქვეყნებში, სადაც ინფექციის კერა არსებობს. ასევე პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიების დაცვა, რაც გულისხმობს ხშირად ხელების დაბანას, ოთახების განიავებას, სველი
წესით დალაგებას და სხვას.

"ინტერპრესნიუსი"

ინკვიზიტორი
28 თებერვალი 2020 14:36
მოეფერეთ ერთმანეთს :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
ზურა
28 თებერვალი 2020 12:19
საერთოდ ეს ყალბი ხვევნა-კოცნა მართლაც მიუღებელია. ისეთი მტრები კოცნიან ყველა შეხვედრაზე ერთმანეთს, გამიკვირდებოდა მეც რომ არ ვმონაწილეობდე. ქართველებს აბსურდამდე დაგვყავს ყველაფერი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?