"ტურისტები პანიკაში არიან. პირბადეები გათავდა" - რას ყვება ტენერიფეზე მცხოვრები ქართველი სასტუმროზე, რომელშიც 1000-მდე ადამიანი კარანტინშია?
"ტურისტები პანიკაში არიან. პირბადეები გათავდა" - რას ყვება ტენერიფეზე მცხოვრები ქართველი სასტუმროზე, რომელშიც 1000-მდე ადამიანი კარანტინშია?
ახალი კორონავირუსის შემთხვევები უკვე 50-მდე ქვეყანაში დაფიქსირდა, უახლესი მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, 82 585 ადამიანია დაინფიცირებული, 2 814 გარდაცვლილი, ხოლო 33 259 პაციენტი გამოჯანმრთელებულია. ვირუსის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. კორონავირუსის დიაგნოზი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუსვეს. ის ამჟამად ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია, ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ის შემდეგ, რომელიც უკვე მესამე კვირაა, ახალი კორონავირუსის გამო, კარანტინის ზონადაა გამოცხადებული, კიდევ ერთ მასშტაბურ საკარანტინო ტერიტორიად
იქცა 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო H10 Costa Adeje Palace Hotel კანარის კუნძულების ერთ-ერთ კუნძულ ტენერიფეზე, სადაც ვირუსის დიაგნოზი იტალიელ ექიმს დაუდგინეს. ის კუნძულზე იტალიიდან, კერძოდ, ლომბარდიის რეგიონიდან ჩავიდა. უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, სასტუმროში დაახლოებით ათასამდე 25 ეროვნების ადამიანი იმყოფება, რომლებიც კარანტინში რჩებიან.

ესპანეთში დღეის მონაცემებით, სულ 15 ადამიანს
დაუსვეს კორონავირუსის დიაგნოზი, მათგან 2 უკვე გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის:
4 - ვარსკვლავიანი სასტუმრო Costa Adeje Palace Hotel-ი კუნძულ ტენერიფეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. როგორც სასტუმროს აღწერაში ვკითხულობთ, ის საუკეთესოა ოჯახური დასვენების მოყვარულთათვის. მუშაობს ყველა სეზონზე, აღჭურვილია გასართობი სივრცეებითა და პატარა საცურაო აუზებით ბავშვებისთვის. ასევე მუშაობს 3 ღია აუზი, სპა, დაივინგი ოკეანეში უფროსებისთვის. 2-კაციან ნომერში ერთი ღამის გატარების ფასი 169 ევროდან იწყება, ხოლო ოკეანის ხედით ორ კაციანი ნომერის მინიმალური ფასი 207 ევროა.

ბრიტანულმა გამოცემა BBC-მ  "H10 Costa Adeje Palace Hotel"-ის ერთ-ერთი დამსვენებლის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჯონ ტურტონი ყვება, რომ სასტუმროში საფრთხის არსებობის შესახებ საუზმისას გაიგეს და მალევე იმ ტერიტორიაზე კარანტინი გამოაცხადეს. სასტუმროს ირგვლივ პოლიციაა მობილიზებული.

ლატვიური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კარანტინში მყოფთა შორის ლატვიის მოქალაქეცაა.

"გვითხრეს, რომ დავრჩენილიყავით ჩვენს ნომრებში, არც საკმარისი ინფორმაცია გვაქვს და არც ნორმალური კვება. სასტუმროსთან მოახლოება აკრძალულია, ამიტომ გარედან ვერავინ ვერაფერს გვაწვდის. უკვე კარგა ხანია ველით ლატვიის საკონსულოს წარმომადგენელს"
, - განუცხადა მან ლატვიურ გამოცემას.

კარანტინში ასევე აღმოჩნდა რუსი ცოლ-ქმარი, რომლებიც ასევე არასაკმარისი კვების თაობაზე ავრცელებენ ინფორმაციას.

კუნძულზე, სადაც კორონავირუსი გავრცელდა ქართველებიც ცხოვრობენ, შექმნილი მდგომარეობის თაობაზე მაკო სულიკაშვილი გვესაუბრა:

- ვირუსი, 25 თებერვალს, ქალაქ ადეხეში დაფიქსირდა. ის იტალიელ ექიმს აღმოაჩნდა, რომელიც საავამდყოფოში გადიყვანეს. მეორე დღეს ექიმის ცოლსაც აღმოაჩნდა ვირუსი. 26-ში დადგინდა, რომ იმავე სასტუმროში კიდევ 2 იტალიელი დაინფიცირდა კორონავირუსით. ისინიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასტუმროში თანამშრომელბისა და დამსვენებლების რაოდენობა 1000 კაცს აღწევს და ახლა მთლიანი ტერიტორია კარანტინშია, ასევე დაკეტეს სასტუმროსთან ახლოს სანაპირო ზოლიც. დამსვენებლები სასტუმროდან ვერ გამოდიან და ვერც შიგნით შედის ვინმე.

ბოლო მონაცემებით, კუნძულზე ვირუსის სულ 4 შემთხვევაა გამოვლენილი და ტურისტები პანიკაში არიან. პირბადეები სულ გათავდა მაღაზიებში, ასევე პროდუქტებმაც იკლო დახლებზე. ტურისტები ხშირად გვეკითხებიან სასტუმრო სად მდებარეობს და ახლოს ხომ არ ვართ მათთანო.

- თქვენ საიდან გაიგეთ კუნძულზე ვირუსის გავრცელების შესახებ?
- ინფორმაცია ინტერნეტში გავრცელდა, სამსახურში მეორე დღეს პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები მოგვიტანეს. პირბადის ტარება არ გვევალება, ნებაყოფლობითია, თუმცა თუ შევამჩნიეთ, რომ კლიენტს ან რომელიმე თანამშრომელს ვირუსის ნიშნები აღენიშნება, სპეციალურ ზომებს უნდა მივმართოთ.


- სად მუშაობთ თქვენ და რამდენად ახლოს არის თქვენი სამსახური იზოლირებულ ტრერიტორიასთან?
- კომერციულ ცენტრში, ერთ-ერთ მაღაზიაში ვმუშაობ და ჩვენი მაღაზია სასტუმროსთან ძალიან ახლოსაა, თუმცა ამის გამო არ დაკეტილა. მარტო ის მაღაზიები და სუპერმარკეტები დაკეტეს, რაც სასტუმროს გვერდით მდებარეობს.

- ხალხის რაოდენობამ ხომ არ იკლო ვირუსის გავრცელების შემდეგ?
-  ჯერჯერობით შესამჩნევად არა. ახლა კანარის კუნძულებზე კარნავალი იწყება. ვირუსის გავრცელების გამო არც კარნავალი გადაუდიათ, თუმცა კუნძულზე ე.წ. ქვიშის ქარი "კალიმა" იყო, რომელიც 150 კილომენტრი საათში უბერავდა და უამინდობის გამო 320-მდე ფრენა გადადეს. ქუჩებში არაფერი ჩანდა ყველაფერი ქვიშით ივსებოდა და ტურისტების შემცირება ამ მიზეზმა უფრო გამოიწვია.


- მთავრობა რას აკეთებს, ვირუსთან ბრძოლისთვის?

- მთავრობა მუდმივად გვაწვდის ინფორმაციას, გვაფრთხილებენ, რომ თუ სიმპტომები გვექნება, ექიმთან არ წავიდეთ, სახლში დავრჩეთ და ცხელ ხაზზე დავრეკოთ, რის მერეც ექიმები თვითონ მოვლენ საჭირო აღჭურვილობით. გვეუბნენიან, რომ ჩვეულებრივი გრიპისგან მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე კორონასგან და რომ ქალაქში უსაფუძვლო პანიკაა.

- საქართველოს საელჩოდან ხომ არ შეგეხმიანათ ვინმე?
- როგორც ვიცი, საქართველოს საკონსულოები მადრიდსა და ბარსელონაშია, იქ ხალხს ეხმიანებიან და დახმარებისთვისაც მუდმივად მზად არიან, თუმცა ჩვენთან ჯერ არავის დაურეკავს.

(სპეციალურად საიტისთვის)

ებლაყუნებით
29 თებერვალი 2020 23:45
აღმა დაღმა დადიხართ.ამფერი შტერები რაფერ ხართ. ფული მოგცა ღმერთმა და ჭკუა არა.
levani
27 თებერვალი 2020 17:51
რას დადიხართ აქეთ -იქით, დაჯეხით სახლებში. არ დავინახო საქართველოში ვინმემ ეს ვირუსი რომ შემოიტანოს. ისედაც ბევრი პრობლემები გვაქვს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?