თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს - ვისთვის იკრძალება თურქეთის გავლით საქართველოში შესვლა? - კვირის პალიტრა

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს - ვისთვის იკრძალება თურქეთის გავლით საქართველოში შესვლა?

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს.

როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგენა მოუწევთ.

"კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ.

ამ დროისთვის თურქეთის გავლით საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია", - ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"