ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს
ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ამცირებს,- ამის შესახებ ინფორმაციას "აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან მილანის მიმართულებით კვირაში 4 სიხშირით დაფრინავდა, თუმცა სიხშირეების შემცირების შემდეგ, ავიაკომპანია ქუთაისი-მილანი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას კვირაში 1 სიხშირით (პარასკევი) მოახდენს. სიხშირეების შემცირება ეხება 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით პერიოდს.

ქუთაისი-რომის მიმართულებაზე სიხშირეები შემცირდება 18 მარტიდან 25 მარტამდე პერიოდში. ქუთაისი-რომი-ქუთაისის მიმარულებაზე Wizz Air-ი ​კვირაში 2 სიხშირით (ოთხშაბათი-შაბათი) ოპერირებდა და 25 მარტამდე
კომპანია რეისებს მხოლოდ შაბათობით განახორციელებს.

რაც შეეხება ბოლონიის მიმართულებას, 17 მარტიდან 24 მარტამდე Wizz Air-ი ფრენებს კვირაში ორი სიხშირის ნაცვლად, მხოლოდ ერთი სიხშირით განახორციელებს.

ქუთაისი-ბარი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე კი 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდა 3 ფრენა.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები