"სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ წა­მო­ვე­დი, რომ ვერ დავ­ტო­ვე მე­უღ­ლე მარ­ტო" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჩინეთის "ჩაკეტილ ქალაქში" ცხოვრობს?
"სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ წა­მო­ვე­დი, რომ ვერ დავ­ტო­ვე მე­უღ­ლე მარ­ტო" - რას ყვება ქართველი გოგონა, რომელიც ჩინეთის "ჩაკეტილ ქალაქში" ცხოვრობს?
რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება"

მეგი ვიბ­ლი­ა­ნი 2014 წლი­დან ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობს. ქარ­თვე­ლი პე­და­გო­გი ჩი­ნურ სკო­ლა­ში ინ­გლი­სურ ენას ას­წავ­ლის. ქა­ლა­ქი სა­დაც მეგი ცხოვ­რობს, კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო ჩა­კე­ტი­ლია და ახლა უკვე უფ­ლე­ბაც არ აქვს, რომ ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, ბოლო რე­ი­სით და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ჩი­ნე­თი და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა უარი თქვა და სა­ცხოვ­რებ­ლად ჩა­კე­ტილ ქა­ლაქ­ში
დარ­ჩა.


"მე­ო­თხე წე­ლია რაც ქა­ლაქ ჰარ­ბინ­ში ვცხოვ­რობ, სხვა­თა­შო­რის, ეს ქა­ლა­ქი რუ­სეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს. მყავს ჩი­ნე­ლი ქმა­რი. ვცხოვ­რობ­დით მხი­ა­რუ­ლად, ბედ­ნი­ე­რად, ახლა ერთი თვეა რაც სახ­ლში ვართ კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო, მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ა­ში გავ­დი­ვარ პრო­დუქ­ტე­ბის სა­ყიდ­ლად. ჩემი მე­უღ­ლე დარ­ბაზ­შიც და­დის სა­ვარ­ჯი­შოდ. ში­შის გამო ვე­ღარ ვცხოვ­რობთ ისე, რო­გორც მა­ნამ­დე.

მე
დი­ლის 9-დან სა­ღა­მოს 5 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ­დი, სკო­ლა­ში პა­ტა­რა ბავ­შვებს ინ­გლი­სურს ვას­წავ­ლი. მე­უღ­ლეს სა­კუ­თა­რი ბარი აქვს და შა­ბათ-კვი­რას მას­თან ვი­ყა­ვი ხოლ­მე.


მეგი მოსწავლესთან ერთად

ბევ­რი მე­გო­ბა­რი გვყავს, ძა­ლი­ან ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბარი აქვს მე­უღ­ლეს და ყვე­ლა იქ ვიკ­რი­ბე­ბო­დით. კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­დეგ ქა­ლაქ­ში ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია. მხო­ლოდ მა­ღა­ზი­ე­ბია ღია და საკ­ვე­ბის ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სა­ნამ მა­ღა­ზი­ა­ში შეხ­ვალ, ტემ­პე­რა­ტუ­რას გიმოწ­მე­ბენ, უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი სას­წა­უ­ლა­დაა და­ცუ­ლი.

ასე­ვე ტრან­სპორ­ტით რომ გა­დი­ხარ უბ­ნი­დან, გა­მოწ­მე­ბენ, 37.3-ს არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა. თუ აღ­მოჩ­ნდა, რომ მეტი გაქვს, გა­და­გიყ­ვა­ნენ სპე­ცი­ა­ლურ ად­გი­ლას, იზო­ლი­რე­ბუ­ლად და კო­რო­ნა­ვირუს­ზე გა­მოწ­მე­ბენ.

- თქვენს ქა­ლაქ­ში სკო­ლე­ბი და­კე­ტი­ლია?

- დიახ, მაგ­რამ სწავ­ლა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა ინ­ტერ­ნეტ­გაკ­ვე­თი­ლე­ბით ვაგ­რძე­ლებთ. "ვი­ჩა­ტით" ყო­ველ­დღი­უ­რად მაქვს ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე ხმო­ვა­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბით და ვი­დეო მე­სი­ჯე­ბით ვურ­თი­ერ­თობთ. ბავ­შვებს არ ვაგ­რძნო­ბი­ნებთ, რომ ვირუ­სის გამო სწავ­ლა დამ­თავ­რდა და სკო­ლა­ში აღარ და­დი­ან. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უტარ­დე­ბათ გაკ­ვე­თი­ლე­ბი.
მეგი ვიბ­ლი­ა­ნი მოს­წავ­ლეს­თან ერ­თად

მეგი მოსწავლესთან ერთად

რაც უფრო დრო გა­დის, უფრო მაქვს ში­შის გრძნო­ბა, ხალ­ხი რომ იღუ­პე­ბა ცუ­დად ვარ. ყო­ველ­დღე ვა­მოწ­მებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბუ­ლია, რამ­დე­ნი და­ი­ღუ­პა. ჰარ­ბინ­ში ეს დღე­ე­ბი არ იყო მსხვერ­პლი და დღეს და­ფიქ­სირ­და ერთი ადა­მი­ა­ნი. ძა­ლი­ან მძი­მეა ამ ყვე­ლაფ­რის ყუ­რე­ბა...

- ქუ­ჩა­ში მხო­ლოდ პირ­ბა­დით და­დი­ხართ?

- პირ­ბა­დის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლი არ შე­იძ­ლე­ბა, ამის უფ­ლე­ბა არ გაქვს, მი­გი­თი­თე­ბენ, რომ დაბ­რუნ­დე დ პირ­ბა­დე გა­ი­კე­თო. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი - გი­ჭე­რენ თუ პირ­ბა­დე არ გი­კე­თია.

სა­ყიდ­ლებ­ზე მე და ჩემი მე­უღ­ლე მო­რი­გე­ო­ბით გავ­დი­ვართ და სახ­ლში ვამ­ზა­დებთ, საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა ვის­წავ­ლე ამ ერთ თვე­ში.

მეგი ვიბლიანი მეუღლესთან ერთად

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ტომ არ დაბ­რუნ­დი?
- სა­ქარ­თვე­ლო­ში იმი­ტომ არ წა­მო­ვე­დი, რომ ვერ დავ­ტო­ვე ჩემი მე­უღ­ლე მარ­ტო. ერ­თად რომ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი, მზე­რაც რომ და­მე­ნა­ხა, მისი მი­სა­მარ­თით, რომ სხვა ში­შით უყუ­რებს, რად­გან ჩი­ნე­ლია, ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბო­და ჩემ­თვის.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­დან და­უ­რე­კეს ჩემს აქა­ურ ქარ­თველ მე­გობ­რებს, მეც მი­რე­კავ­დნენ, მაგ­რამ ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი მქონ­და. შე­მო­თა­ვა­ზე­ბა იყო, რომ 21 თე­ბერ­ვალს ბოლო რე­ი­სით ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ დავ­რჩი. ვი­ცო­დი, რომ ორი კვი­რა უნდა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა მანდ კა­რან­ტინ­ში, რაც ასე­ვე არ მინ­დო­და. ზუს­ტად ვიცი, რომ ახლა ვირუ­სი არ მაქვს, მაგ­რამ არ მინ­და, რომ სხვას ზი­ა­ნი მი­ვა­ყე­ნო, თუნ­დაც ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე.

- მეგი, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვირუსს ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ ერე­ვი­ან.

- დიახ, ძი­რი­თა­დად ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან, 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თა ორ­გა­ნიზ­მიც ვერ უძ­ლებს. ახალ­გაზ­რდებს აქვთ უნა­რი, რომ გა­მო­ჯან­მრთელ­დნენ. (გაგრძელება)

თამრიკო
28 თებერვალი 2020 13:51
უფალი გფარავდეს
Ine
28 თებერვალი 2020 06:58
Ufali gfaravdet,tkbilad sheaberdit ertmanets,swired eg ari sitvaruli da ojaxi.

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?