კორონავირუსი არ დაუდასტურდა 18 წლის გოგოს, რომელიც გუშინ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

კორონავირუსი არ დაუდასტურდა 18 წლის გოგოს, რომელიც გუშინ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

18 წლის გოგოს, რომელიც გუშინ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნანა მხეიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, გოგონას გადაიყვანენ აბასთუმანში.

"მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, რომ 18 წლის გოგონას, რომელიც წუხელ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. სავარაუდოდ, შეიძლება, ის მაინც აბასთუმანში გადაიყვანონ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის",- განაცხადა ნანა მხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ 18 წლის გოგო, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა და მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა, ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"