როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი განცხადებით, პაციენტს მკურნალობაც არ სჭირდება.

"პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მკურნალობაც არ სჭირდება იმიტომ, რომ გითხარით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. მასთან ხდება მეთვალყურეობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"