როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია კორონავირუსით დაინფიცირებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მისი განცხადებით, პაციენტს მკურნალობაც არ სჭირდება.

"პაციენტი, რომელიც ინფიცირებულია, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას მკურნალობაც არ სჭირდება იმიტომ, რომ გითხარით, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. მასთან ხდება მეთვალყურეობა", - განუცხადა ჟურნალისტებს ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით
შემოვიდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები