"სიდედრი და სიმამრი გავიცანი ჩემს ქორწილში. ქორწილი დაწყებული იყო, როცა ჩამოვიდნენ" - რას ჰყვება ვახტანგ ტატიშვილი საკუთარ ბავშვობაზე და ოჯახზე?
"სიდედრი და სიმამრი გავიცანი ჩემს ქორწილში. ქორწილი დაწყებული იყო, როცა ჩამოვიდნენ" - რას ჰყვება ვახტანგ ტატიშვილი საკუთარ ბავშვობაზე და ოჯახზე?
ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც ვახტანგ ტატიშვილის შემოქმედებას არ იცნობს. ის ყველა თაობისთვის საყვარელი მომღერალი და მსახიობია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ მოხვდა დიდ სცენაზე პედაგოგიური ინსტიტუტის კურსადამთავრებული, რომელიც ერთ დროს ბავშვებს სკოლაში ფიზიკას ასწავლიდა.
78 წლის მსახიობმა mshoblebi.ge - სთან განვლილ ცხოვრებას გადაავლო თვალი, საკუთარ მშობლებზე, ოჯახზე, ბავშვობის წლებზე ისაუბრა და თანამედროვე ახალგაზრდების ყოფაც შეაფასა.

- ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ მოზარდები და უფროსები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ. თავად როგორი შვილი
იყავით და
როგორი მშობელი ხართ შვილებისთვის?

- რაღაც გამოცდილება ბავშვებთან და მოზარდებთან ურთიერთობის ალბათ ყველას აქვს. ვერ ვიტყვი, რომ დიდი სპეციალისტი ვარ და თანამედროვე მოზარდების პრობლემებში ძალიან კარგად ვერკვევი, მაგრამ ჩემი გამოცდილება მეც მაქვს მოზარდებთან ურთიერთობის. პედაგოგიური ინსტიტუტი დავამთავრე, იქ ბავშვთა ფსიქოლოგიას და პედაგოგიკას ცალკე
საგნად გვასწავლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკა-მათემატიკურზე ვსწავლობდით. ფიზიკის მასწავლებლადაც ვმუშაობდი თბილისის #9 რუსულ სკოლაში. 78 წლის ვარ და გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდილებაც დამიგროვდა. პირველი და მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ დიდად არ განსხვავდებიან თაობები ერთმანეთისგან. განა არ მახსოვს, რანაირები ვიყავით და როგორები იყვნენ ჩვენ გარშემო ახალგაზრდები. ქურდობა, ჩხუბი და მკვლელობები მაშინაც ხდებოდა. მე დღევანდელ ახალაგზრდობას არ ვემდური. 6 შვილიშვილი მყავს, ყველა ნორმალური
ქცევისაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, 13 ივნისის სტიქიის დროს როგორ გაერთიანდნენ ახალგაზრდები. საერთოდ, რომ დავაკვირდეთ, თუ მშობლები ნორმალურები და გაწონასწორებულები არიან, შვილებს მათ მიმართ ხათრი და რიდიც აქვთ. წესიერ მშობლებს, წესიერი შვილები ჰყავთ. როცა შვილი ატყობს, უფროსი ურიგოდ იქცევა, თვალთმაქცობით შოულობს ფულს, ბავშვიც ეჩვევა ასეთ ქცევას. ახალგაზრდობას რამეს თუ დავაბრალებთ, ეს ისევ ჩვენი ბრალი იქნება. მშობლებზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. მარტო სკოლას არ უნდა დავაბრალოთ ყველაფერი. მთავარ როლს ბავშვის აღზრდის პროცესში თამაშობს ოჯახი.

- ბატონო ვახტანგ, ხშირად აბრაზებდით მშობლებს? მოგვიყევით თქვენს ბავშვობაზე და მშობლებზე...
- რა თქმა უნდა, იყო ასეთი ფაქტებიც. ჩემი მშობლები იყვნენ ბოტანიკოსები, მე და ჩემი ძმა გავიზარდეთ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. ცურვა უფრო ადრე ვისწავლე, ვიდრე სიარული. წესიერი მშობლები მყავდნენ. ჩვენგან სკოლა 5 კილომეტრის მოშორებით გვქონდა, მახინჯაურში ვსწავლობდით. ბავშვობიდან ცუდი ეპიზოდები უფრო მახსოვს, ვიდრე კარგი. ახლა კი ვნანობ, რატომ მოვიქეცი მაშინ ასე ცუდად-თქო. პატარა ვიყავი, დაახლოებით 7 წლის და წყლის კასრში ჩავაგდე კატა, ქვა მოვაბი, რომ დამხვრჩვალიყო. მერე დამინახეს და გადაარჩინეს. ამ საქციელს დღემდე ვნანობ და განვიცდი. ალბათ, მაშინ ბავშვური ინტერესი მქონდა, რა დაემართებოდა. რომ გადარჩა, მერე ისე ვეფერებოდი, გვერდიდან არ მოვცილებივარ.
მამა 9 წლის იყო, როცა დაობლდა. ბავშვთა სახლში გაიზარდა. იხილეთ სრულად

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა