"მაქვს ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში... ეს დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"მაქვს ინფორმაცია, რომ ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში... ეს დაუშვებელია"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაუშვებელია იტალიაში ნამოგზაურები ბავშვების და მათი ოჯახების დისკრიმინაცია.

გამყრელიძის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას.

"ამ ეტაპზე სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ ვიძლევით. რეკომენდაციას ვიძლევით, რომ მაქსიმალურად გავაინტენსიუროთ საზოგადოებრივი ჰიგიენის საკითხები სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში.

ცოტა უხერხულ საკითხს მინდა შევეხო, მაქვს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ სააღმზრდელო და სასწავლო დაწესებულებაში ადგილი აქვს დისკრიმინაციულ მიდგომას იტალიაში ნამოგზაურებ ბავშვებთან და მათი ოჯახის წევრებთან მიმართებაში და ეს დაუშვებელია. დაუშვებელია ასეთი მიდგომა, რომ გვქონდეს სტიგმატიზებული მიდგომა ადამიანებთან, ვისაც აქვს ისტორია იტალიაში, სინგაპურში, კორეაში თუ სხვაგან მოგზაურობის", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"