კორონავირუსის მატარებელი 31 წლის ქალის შვილს, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს - კვირის პალიტრა

კორონავირუსის მატარებელი 31 წლის ქალის შვილს, კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს

კორონავირუსის მატარებელი 31 წლის ქალის შვილს, იაშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებმა კორონავირუსზე გამოკვლევა ჩაუტარეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, ტესტის პასუხის შემდეგ გადაწყდება არასრულწლოვანს ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში გადაიყვანენ თუ იაშვილის კლინიკაში დატოვებენ.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"