"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - რას ჰყვება გოგონას ძმა, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროება - კვირის პალიტრა

"მარიამის მამამ თავი მოიკლა, რადგან შვილის მკურნალობის თანხა არ ჰქონდა" - რას ჰყვება გოგონას ძმა, რომელსაც საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

22 წლის მარიამ ოთანაძეს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა აქვს. მას თირკმლების ქრონიკული დაავადება მე-5 ტერმინალური სტადია დაუდგინდა. ახალგაზრდა გოგონა მკურნალობის კურსს "მაღალ სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ, საუნივერსიტეტო კლინიკაში“ გადის. მას კვირაში სამჯერ, ხუთი სააათის განმავლობაში, დიალეზის გადასხმა უტარდება. ოთანაძეების ოჯახს ცოტა ხნის წინ მძიმე ტრაგედია დაატყდა თავს. გოგონას მამა ერთი კვირის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავდაპირველად მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა:

"ამ კვირას 22 წლის მარიამ ოთანაძის მამამ როინ ოთანაძემ თავი მოიკლა იმის გამო, რომ ავადმყოფი შვილის გადასარჩენად არ ჰქონდა მკურნალობის თანხა- 50 000 დოლარი. ეს ხდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ნაქალაქევში. რამდენადაც ვიცი, არ გაშუქდა მასმედიით.

მივმართავ თხოვნით ტელევიზიებს და მასმედიის სხვა საშუალებების: დაინტერესდით 22 წლის მარიამის ბედით, რადგან ამ უპატრონო ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ხელმოკლე ადამიანი განწირულია სიკვილისათვის მასმედიის თანდგომის გარეშე.

მარიამი ახლა თბილისშია, იმდენად ცუდადაა, მამის დაკრძალვაზეც კი ვერ ჩამოიყვანეს, დიალეზზეა, დასუსტდა ორგანიზმი და კიდევ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი.მისი დაავადებაა: თირკმლების ქრონიკული დაავადება, მეხუთე ტერმინალური სტადია, ორივე თირკმელი გათიშული აქვს და დიალეზზეა. სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია, გადანერგვა..." - დაწერა ჭიღლაძემ.

AMBEBI.GE გარდაცვლილის შვილს გიორგი ოთანაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მამამ მარიამის ტანჯვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მარიამ ოთანაძის ძმა, გიორგი ოთანაძე AMBEBI.GE -ს საკუთარი ოჯახის მძიმე ისტორიის შესახებ ესაუბრა.

"ჩემს დას ბავშვობიდან ჰქონდა პრობლემები, ექიმები ვერ იგებდნენ, რისი ბრალი იყო მისი ავადმყოფობა. იხილეთ სრულად