საქართველოში მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 23:15 საათზე დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან იყო.

მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"