როგორი ამინდი იქნება საქართველოში მარტის პირველ დღეებში - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში მარტის პირველ დღეებში

29 თებერვალს დღის ბოლოდან 2 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში - თოვლი, ზოგან - ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მთიან რეგიონებში ჰაერის ტემპერატურის მოსალოდნელი მატებით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.