თბილისის ბაგა - ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა - კვირის პალიტრა

თბილისის ბაგა - ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა

თბილისის ბაგა - ბაღებში ორ კვირიანი არდადეგები გამოცხადდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2 მარტიდან 16 მარტამდე ბაღებში აღმზრდელობითი პროცესი შეჩერდება.

შეგახსენებთ, დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდებული დამატებითი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.