"ზოგჯერ მგონია, თითქოს ახლახან დავქორწინდით. ერთ რაღაცაში უპირობოდ ვეთანხმებით ერთმანეთს" - კვირის პალიტრა

"ზოგჯერ მგონია, თითქოს ახლახან დავქორწინდით. ერთ რაღაცაში უპირობოდ ვეთანხმებით ერთმანეთს"

"წლების მერე უფრო გრძნობ, რა დროს უნდა დაიხიო უკან, რა დროს უნდა გადადგა ნაბიჯი"

მსახიობ ლელა მებურიშვილს შეგრძნებებზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და, რა თქმა უნდა, "დედის დღეზე" ვისაუბრებთ ჩვენს ინტერვიუში.

- მოხარული ვარ, რომ თქვენს ოჯახში სხვა რეალობაა. წლებთან ერთად, რა ცვლილებებმა იჩინა თავი თქვენს ურთიერთობაში? - წლების მერე უფრო გრძნობ, რა დროს უნდა დაიხიო უკან, რა დროს უნდა გადადგა ნაბიჯი.

ფსიქოლოგების აზრით, ადამიანისთვის ბედნიერება სხვა ადამიანებთან ერთიერთობას მოაქვს. მარტო ადამიანი, რაც უნდა ფუფუნებაში ცხოვრობდეს, თუ ჰარმონიული ურთიერთობები არა აქვს, ბედნიერი ვერ იქნება. ბედნიერი ადამიანი არასდროს იძალადებს სხვაზე. არ ვგულისხმობ მხოლოდ ქმრის ცოლზე ძალადობას, ცოლის - ბავშვზე, ბავშვის - ცხოველზე... შენზე სუსტზე ძალადობა მიუღებელია.

- რამდენი წელია, რაც შენ და ბაჩო დაქორწინებული ხართ? - უკვე მეშვიდეა. ზოგჯერ მგონია, თითქოს ახლახან დავქორწინდით. ერთ რაღაცაში ვეთანხმებით ერთმანეთს უპირობოდ - როცა ოჯახში ჩნდება ბავშვი, ყველაფერი მის გარშემო უნდა ბრუნავდეს. ბავშვი დიდ ყურადღებას, ენერგიასა და სითბოს ითხოვს, რისი გაცემაც ზოგჯერ, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, რთულია. ზოგი წყვილი შვილს შაბათ-კვირას ბებია-ბაბუასთან უშვებს, მაგრამ მთელი კვირის განმავლობაში თუ მუშაობ და შაბათ-კვირასაც ბებია-ბაბუასთან გაუშვი, როდისღა ურთიერთობ ბავშვთან? ჩვენთვის ბედნიერებაა, როცა ვუყურებთ, როგორ თამაშობენ და გვესაუბრებიან. უფროსი 5 წლისაა. ამას წინათ მეუბნება, "დე, იცი, სად არის ახლა ღმერთი?" სად-მეთქი? ჩვენ შუაშიო. პატარა ჯერ 3 წლისაა, ძალიან აქტიური და მხიარულია. ვცდილობთ, შვილები კეთილები და გულისხმიერები გავზარდოთ.

- "დედის დღისთვის" სიურპრიზი არ მოგიწყვეს? - ყოველთვის მიწყობენ სიურპრიზს, ხან რაღაცას მიხატავენ, გუშინ კი ლექსი უსწავლიათ დედაზე და წამიკითხეს. ყველა დედას ვულოცავ "დედის დღეს". სიყვარულით აავსონ დედებმა შვილები, შვილებმა კი დედები... მამებსაც ვულოცავ "დედის დღეს". ისინი ძალიან მნიშვნელოვანი არიან დედებისა და შვილების ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოგალერეა