ალისა ფრეინდლიხი: "პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებლად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს"
ალისა ფრეინდლიხი: "პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებლად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს"
"ბავშვობაში თბილისში ვატარებდი არდა­დეგებს. მახსოვს, დილაობით როგორ მაღვიძებდა ქართული ძახილი "მაწონი, მაწონიიი"...

პროექტის "ცნობილი ადამიანები საქართველოში" ეგიდით ძალიან ბევრი მსოფლიოში პოპულარული ადამიანის ვიზიტი გაშუქდა, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ. ამჟამად ყველასათვის საყვარელ რუს მსახიობზე - ალისა ფრეინდლიხზე მოგითხრობთ, რომელიც არაერთხელ ყოფილა საქართველოში. ის ამჟამად 85 წლისაა.

ალისა ფრეინდლიხი მსახიობების ოჯახში დაიბადა. ბებიის მხრიდან წინაპ­რ­ები­ ჩრდილოეთ გერმანიიდან იყვნენ, ხოლო დე
და ფსკოველი რუსი გახლდათ. მსახიობს ნათესავებში ქართველიც ურევია­ - ალისას მამის უფროსი და ცოლად გაჰყვა თანაკურსელს, ლენინგრადის კონსე­რვატორიის სტუდენტ ირაკლი სულხანიშვილს. მსახიობს სწორედ ბიძის გავლენით შეუყვარდა ბავშვობიდანვე საქართველო.

"ქართული საუბარი ბავშვობიდან ჩამესმის"

საქართველოზე საუბრისას ალისა ფრეინდლიხს ბავშვობა ახსენდება. წიგნში­ "დიდი ადამიანები საქართველოში" მის ავტორ ბესიკ ფიფიასთან შეხვედრისას საქართველოზე საუბარს ბიძაზე მოგო­ნებით იწყებს: "კარგად მახსოვს,­ ბიძა და მამიდა
როგორ მღეროდნენ... ასე რომ, ბავშვობიდან ჩამესმოდა ქართული ენა. ბიძია ირაკლიმ მასწავლა ერთი ფრაზა,­ სადაც ჩანს მთელი ქართული ფონეტიკის სირთულეები. როგორც ვიცი, ამ ფრაზით "ამოწმებენ" ქართველები ადამი­ანს, თუ შეუძლია ქართულის სწავლა - "ბაყაყი წყალში ყიყინებს"
. როდესაც მამ­იდა და ბიძა თბილისში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათი ხშირი სტუმარი ვიყავი, მათთან ვატარებდი არდა­დეგებს. მახსოვს, დილაობით როგორ მაღვიძებდა ქართული ძახილი "მაწონი, მაწონიიი"...


მსახიობი საგასტროლოდ ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში. მას მასპინძლ­ობას დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორი მიხეილ ჯოჯუა უწევდა. სწორედ ერთ-ერთი სტუმრობისას მიიწვია გიორგი­ შენგელაიამ თავის მიუზიკლში "ვერის უბნის მელოდიები" ბალეტის მასწავლებ­ლის როლში. "ზამთარში ჩამოვედი "ვერის­ უბნის მელოდიების" გადაღებაზე... თბილისში თოვდა და ჩვენი თვითმფრინავი ცუდი ხილვადობის გამო თბილისთან ახლოს დაფრინდა. როგორც კი ჩამოვედი, გადასაღებ მოედანზე წამიყვანეს, ჩაი დამალევინეს, მოსასვენებელი კუთხე მომიწყვეს, ღუნღულა პლედი მომაფარეს. რომ ჩამეძინა, ვგრძნობდი, როგორ ფეხაკრეფით დადიოდნენ, რომ არ გამღვიძებოდა"..."


"საქართველოს სიყვარული მთელი ცხოვრება მომყვება"


ბოლოს ალისა ფრეინდლიხი 2011 წელს ჩამოვიდა თბილისის IV თეატრალურ ფესტივალზე, მანამდე კი, 2003 წელს, თბილისში რუსული ხელოვნების ფესტივალ­ "ვივატ სანქტ-პეტერბურგს" დაესწრო. მისი მონაწილეობით გრიბოედოვის თეატრში სპექტაკლი "ანათე, ანათე, ჩემო ვარსკვლავო" გაიმართა. მაშინ მსახიობმა თქვა: "ჯერ კიდევ ბავშვობაში ჩამინერგეს საქართველოს სიყვარული­ და ის მთელი ცხოვრება მომყვება. პეტერბურგში რომ არ დავბადებულიყავი, საცხოვრებელ ადგილად აუცილებლად ავირჩევდი თბილისს"... "

"ვინმე დაუშვებდა, რომ ფრეინდლიხები გადამწვარ ქალაქში დარჩენილიყვნენ?.."


ალისა ფრეინდლიხი ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის წამყვანი მსახიობია. თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდად­ ლენინგრადის ბლოკადა მიაჩნია. ბლოკადამდე ცოტა ხნით ადრე მსახიობის მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ - მამა ტაშკენტში გადავიდა საცხოვრებლად, ალისა კი დედასა და ბებიასთან ერთად ლენინგრადში დარჩა.
შვილთან და შვილიშვილებთან ერთად
"ექვსი წლის ვიყავი, როცა ომი დაიწყო - მამაკაცები ფრონტზე წავიდნენ, შინ მხოლოდ ქალები და ბავშ­ვები დავრჩით. ბლოკადის პირველ ზამთარს ნათესავებთან ერთად ვცხოვრ­ობდით, მაგრამ ისინი 24 საათში ჩრდ­ილოეთში გადაასახლეს. განა ვინმე დაუშვებდა, რომ გერმანელები, გვარად­ ფრეინდლიხები, გადამწვარ ქალაქში დარჩენილიყვნენ? დავრჩით მე და დედა მარტო. როდესაც გერმანელები ლენინგრადს მოუახლოვდნენ, ქალაქიდან გასაყვანი ყველა ბავშვი ეშელონებში მოგვათავსეს. სწორედ იმ დროს დედაჩემი ჩემს წასაყვანად მოვიდა­ და ერთ-ერთ ვაგონში სასწაულებრივად მიპოვა. გამწარებული დარბოდა­ და თითოეულ ფანჯარაში იხედებოდა, რომ დამინახა, სარაფანის ბრეტელზე­ ხელი წამავლო და ვაგონიდან გამომათრია".

ალისა ფრეინდლიხს ჰყავს ქალიშვილი ვარვარა, ასევე მსახიობი, და ორი შვილიშვილი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსახიობი ეკრანზე 2004 წლამდე აღარ გამოჩენილა. 2005 წელს ფილმში "ზედა მასლოვკა" შესრულებული 87 წლის მოქანდაკე ქალის როლისთვის პრემია "ნიკა" გადასცეს.
თენგო
26 მარტი 2020 07:03
რომ გიყურებთ კომენტატორებს, ვხვდები რომ არაფერი გეშველებათ ცხოვრებაში... ჯერ ერთი, ფრეინდლიხიც, ბასილაშვლიც, როსტიც და ბევრი სხვა რუსი ინტელიგენტი, ყველა კრიზისულ თუ ომის დღეს იყო საქართველოს აქტიური მხარდამჭერი და ამას აკეთებდნენ ღიად. ფრეინდლიხს უფრო მეტი აქვს გაკეთებული, რუსეთში, საქართველოს მხარდაჭერისთვის, ვიდრე ზოგიერთ თქვენგანს დღეს საქართველოში!!! ნუ დაიხრჩობით საკუთარ ბოღმაში!
სტატუს ქუო
23 მარტი 2020 10:23
რაღა დროს ფრეინდლიხია,საიდან ამოქექეთ,დავიწყებული მქონდა უკვე.
dato
23 მარტი 2020 01:29
ტკუილია ტიტკოს ფრეინდლიხს სხვა პოზიცია დაეკავებინოს, საკარტველოს დამოუკიდებლობასტამნ და 9 აპრილტან დაკავსჰირებიტ, ეს ქალბატონი სობცჰაკტან ერტად და მსახიობი ბასილასჰვილი იკვნენ ის ადამიანები ვინც ,,ნევის გამზირზე,, პროტესტი გამოტკვეს სახალხოდ, ტუ ეს არ იციტ ადამიანებს ცილს მაინც ნუ დასცამებტ,

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა