"რო­დე­საც დედა გარ­და­იც­ვა­ლა სხვა სი­ახ­ლო­ვე ვიგ­რძე­ნით მა­მას­თან. სულ ჩვენ­თან იყო. მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს ტრა­გე­დია" - კვირის პალიტრა

"რო­დე­საც დედა გარ­და­იც­ვა­ლა სხვა სი­ახ­ლო­ვე ვიგ­რძე­ნით მა­მას­თან. სულ ჩვენ­თან იყო. მან გა­დაგ­ვა­ტა­ნი­ნა ეს ტრა­გე­დია"

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის შესახებ გახდა ცნობილი, ყოველდღიურად მთელი საქართველო ამირან გამყრელიძისა და პაატა იმნაძის ბრიფინგებს ელოდება. საქმის მიღმა, დაავადებათა კონტროლის სფეროში ქვეყნის ნომერ პირველი სპეციალისტების პირადი ცხოვრებაც ყველას აინტერესებს.

ამჯერად AMBEBI.GE პაატა იმნაძის ოჯახს გაგაცნობთ. 67 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ, მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ.

2017 წელს, პაატა იმნაძემ ბიოლოგ ხათუნა გოგელიაზე იქორწინა.

AMBEBI.GE დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის ქალიშვილს ლიზი იმნაძეს ესაუბრა. მისი ტყუპისცალი ტატა, მამის გზას გაყვა.

- მე და ტატა ტყუპები ვართ. სხვათაშორის ტატა ლუგარის ლაბორატორიაში მუშაობს, მას ჯერ კიდევ ბავშობიდან ჰქონდა მამის პროფესიისადმი ინტერესი. პაატა ყოველთვის დაკავებული იყო, თითქმის სულ სამსახურში, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა, შაბათ-კვირას გამოენახა დრო და სადმე წავეყვანეთ. ვსეირნობდით ვაკის პარკში, როგორც შეეძლო ისე გვითმობდა დროს.

მაშინ ვიცოდით, რომ მამა დირექტორი იყო (1992 წლიდან იმნაძე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი გახლდათ, ავტ.) და ტელევიზიით ხშირად ჩანდა. ჩვენთვის მამა იყო ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, რომელსაც ყველა კითხვაზე ჰქონდა პასუხი.

- დები გულახდილები იყავით მამასთან?

- პირად ცხოვრებაზე მამასთან არ ვსაუბრობდით, მაგრამ ძალიან გამგები იყო, გვენდობოდა და არასოდეს არ ჰქონია ის მომენტი, მშობლებმა რომ იციან მეგობრებთან "ჩამორეკვა". ჩვენც არასოდეს ვატყუებდით. თან როცა ჩვენთან ერთად იყო, იმდენად ავსებდა იმ დროს, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დავკარგეთ მაშინ. ახლაც ასეა, ყოველთვის გამონახავს დროს, მოვიდეს და მნახოს მეც, ჩემი შვილებიც.

- დედაზე მოგვიყევით, ძალიან ლამაზი დედა გყავდათ...

- დედა მაკა მეძმარიაშვილი მხატვარი იყო. დედასთან უფრო მეტ დროს ვატარებდით. ბავშვობაში ყველგან თან დავყავდით, სადაც დადიოდა. ძალიან გვიყვარდა ოჯახს ერთად დასვენება, ბედნიერები ვიყავით ოთხივე თუ შევიკრიბებოდით და სადმე წავიდოდით...

ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ყველა დედას მამსგავსებს. როდესაც დედა გარდაიცვალა სხვა სიახლოვე ვიგრძენით მამასთან. სამსახურში აღარ დადიოდა და სულ ჩვენთან იყო. როგორც შეეძლო, მარტივად გადაგვატანინა ეს ტრაგედია. ერთმანეთი გვყავდა, ასე გამოვიდა. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "თაფლობის კვირა პორტუგალიაში გვქონდა" - როგორ იპოვა პაატა იმნაძემ 28 წლის წინ დაკარგული სიყვარული