საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა. მისი ინფორამციით, ბავშვი 12 წლის არის.

მისივე თქმით, ბავშვი ინფექციურ საავადმყოფოში იმ ჯგუფის წევრებთან ერთად შეიყვანეს, რომლებიც 28 თებერვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და რომლებსაც ვირუსი განმეორებითი ტესტის შედეგად დღეს დაუდასტურდა.

ბავშვის დაინფიცირება, სავარაუდოდ, იტალიაში კონტაქტს და საქართველოში კორონავირუსის ნომერ მეორე შემთხვევასთან ნაცნობობას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან ხუთი ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. მათ პირველ ჯერზე ჩატარებული კვლევის შედეგად, კორონავირუსული ინფექცია არ დაუდასტურდათ განმეორებითმა ტესტმა კი ვირუსის არსებობა დაადასტურა.

ამ დროისთვის საქართველოში ჯამში კორონავირუსის  23 შემთხვევა ფიქსირდება.  stopcov.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კარანტინის რეჟიმში - 126 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 46.

იხილეთ ასევე: "კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა მსუბუქია"