როგორია COVID–19-ის კლინიკურ მიმდინარეობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ორსულებში? - რას წერს ინფექციონისტი? - კვირის პალიტრა

როგორია COVID–19-ის კლინიკურ მიმდინარეობა ახალშობილებში, ჩვილებსა და ორსულებში? - რას წერს ინფექციონისტი?

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ინფექციონისტი, თსსუ-ს პროფესორი მალვინა ჯავახაძე ამავე კლინიკის "ფეისბუკგვერდზე" აქვეყნებს ჩანაწერეს, სათაურით: "ინფორმაცია ექიმებისთვის!" , რომელიც შეეხეება COVID–19-ის კლინიკურ მიმდინარეობას ახალშობილებში, ჩვილებსა და ორსულებში, რასაც უცვლელად გთავაზობთ, რადგან, მივიჩნიეთ, რომ ეს ინფორმაცია არა მხოლოდ ექიმებისთვის შეიძლება იყოს საინტერესო:

"სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციები ხშირად არ ეფუძნება მაღალი დონის მტკიცებულებებს. ძალზე მნიშვნელოვანია კოლეგებს მივაწოდოთ მასალები სარწმუნო წყაროებიდან.

Clinical characteristics of novel coronavirus disease 2019 (COVID-19) in newborns, infants and children

Pediatrics & Neonatology. Available online 10 March 2020. Hao Hong, Yuan Wang, Hung-Tao. Chung, Chih-Jung Chen.

კორონავირუსული ინფექცია (COVID–19), რომელსაც იწვევს SARS CoV-2 (როგორც მას უწოდა ვირუსების ტაქსონომიის შემსწავლელმა საერთაშორისო კომიტეტმა) ბავშვებში მიმდინარეობის თავისებურებებით ხასიათდება. კლინიკური მასალის მიმოხილვით გამოვლინდა, რომ ვერტიკალურ გადაცემაზე (დედიდან ნაყოფზე) მტკიცებულებები არ არსებობს. გადაცემის გზად ითვლება ახალშობილის დედასთან კონტაქტი. კლინიკურად - დაავადება ბავშვებში ხშირად ასიმპტომურია.

- ძირითადად, აღენიშნებათ ტემპერატურის მატება, მშრალი ხველა, საერთო სისუსტე, რესპირატორული სიმპტომები: ცხვირის გაჭედილობა ან/და ცხვირიდან გამონადენი.

- ზოგიერთს, გამოეხატა გასტროინტესტინური სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა.

პაციენტთა უმრავლესობას აქვს მსუბუქად გამოხატული კლინიკური სიმპტომები და პროგნოზიც კარგია. ბავშვები გამოჯანმრთელდნენ დაავადების დაწყებიდან 1–2 კვირაში. ძალიან იშვიათად პროცესში ჩაერთო ქვედა სასუნთქი გზები და შესაბამისად, გართულებებიც მასთან იყო ასოცირებული.

მოზრდილი პაციენტების ანალიზმა აჩვენა, რომ სუნთქვის გაძნელება ეწყებოდათ დაავადების დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ. მძიმე შემთხვევებში უვითარდებოდათ შემდეგი გართულებები: რესპირატორული დისტრესი, სეპტიური შოკი, რეფრაქტერული მეტაბოლური აციდოზი და კოაგულაციური დისფუნქცია. საბედნიეროდ, ასეთი მდგომარეობები ბავშვებში იშვიათი იყო.

პირველი კრიტიკული, პედიატრიული პაციენტი იყო უჰანის ჰოსპიტალში 1 წლის ბავშვი, რომელსაც 6 დღე ბინაზე ჰქონდა ღებინება და დიარეა, მას შემდეგ, რაც დაეწყო სუნთქვის გაძნელება მიიყვანეს კლინიკაში. იმავე დღეს დაუდასტურდა მარჯვენამხრივი პნევმონია და გადაყვანილ იქნა ხელოვნურ სუნთქვაზე. კლინიკაში მიყვანის მე–2 და მე–7 დღეს ხახის ნაცხის ტესტი SARS-CoV-2 ზე უარყოფითი იყო, მხოლოდ მე–9 დღეს იყო დადებითი. ჰოსპიტალიზაციიდან 10 დღეში გაწერეს სრულად გამოჯანმრთელებული.

ავტორებს აღწერილი აქვთ 9 ჩვილის კლინიკური მიმდინარეობა (1 თვე–11 თვე), ყველა მათგანს კონტაქტი ჰქონდა ვირუსით დაავადებულ ოჯახის წევრთან. არც ერთ მათგანს არ განვითარებია დაავადების მძიმე ფორმა. სამი პაციენტი ასიმპტომური იყო, 4–ს მხოლოდ ცხელება და 2–ს მსუბუქი რესპირატორული სიმპტომები ჰქონდა. ბავშვებში დაბალი ავადობის და დაავადების სიმსუბუქის შესახებ ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ გვაქვს, თუმცა ახალშობილებსა და ჩვილებში სავარაუდოდ, ექსპოზიციის დაბალ რისკს უკავშირებენ.

ამრიგად, SARS-CoV-2 მაღალკონტაგიოზურია. ბავშვები არ არიან მის მიმართ დაცულები, მათაც ემართებათ უფროსებთან კონტაქტით, თუმცა იშვიათად და მსუბუქად, ვიდრე მოზრდილებს.

American Journal of Obstetrics and Gynecology

Coronavirus Disease 2019 (COVID-19) and Pregnancy: What obstetricians need to know

Sonja A.RasmussenMD, MS12John C.SmulianMD, MPH3John A.LednickyPhD4Tony S.WenMD3Denise J.JamiesonMD, MPH5

აქვეყნებს სტატიას COVID-19 ორსულებში:

მოცემულია 18 ორსულის და 19 ახალშობილის (ერთი შემთხვევა ტყუპების) კლინიკური შემთხვევების ანალიზი. 16–ს 18–იდან ჩაუტარდა საკეისრო კვეთა. ორსულებში კლინიკური მიმდინარეობა ზუსტად ისეთივე იყო, როგორც არაორსულ, შესაბამისი ასაკის ქალებში. საშოსმხრივი (ინტრაუტერინული) გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, ამაზე მუშაობს მულტიდისციპლინარული ჯგუფი. მითითებაა, სრულყოფილად განხორციელდეს ინფიცირებული დედის ნაყოფზე მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ადრეული ოქსიგენაცია, მექანიკური ვენტილაცია და კოინფექციების ემპირიული მკურნალობა (უხშირესად ანტიბაქტერიული თერაპია)".

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი , ინფექციონისტი, თსსუს პროფესორი მალვინა ჯავახაძე წყარო