"ყველანი დარჩით სახლში,თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები" - რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველებს მიმართავს - კვირის პალიტრა

"ყველანი დარჩით სახლში,თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები" - რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველებს მიმართავს

რომში მცხოვრები მღვდელი იტალიაში მყოფ ქართველ ემიგრანტებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების პარალელურად საკუთარი მანქანით მომსახურებას სთავაზობს.

"საყვარელო მეგობრებო, ახლა მივემგზავრები აუცილებელი საქმისთვის. ყოველი მგზავრობისთის აუცილებელია გქონდეს დამადასტურებელი საბუთი, რომ შენი მოძრაობა არსი მიზანშეწონილი. ვითარება არის ძალიან დაძაბული და გთხოვთ, ჩემო საყვარელო თანამემულენო, ყველანი დარჩით სახლში, ნურავინ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ. ძალიან გთხოვთ მიხედოთ თქვენს თავს, პირველ რიგში ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო" - განაცხადა სასულიერო პირმა ვიდეო მიმართვაში.