"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს" - რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს" - რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა. როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების ( გამოშვების) შემცირებით გამოწვეული.

ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ. ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას.

აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც", - წერს რომან გოცირიძე "ფეისბუკში"

"ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს" - რას წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

იხილეთ ასევე: "თუ დამსაქმებლები გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და მათ დავასახელებ"