"არასდროს ვმალავდი აგრესიას საბჭოთა რეჟიმის მიმართ"
"არასდროს ვმალავდი აგრესიას საბჭოთა რეჟიმის მიმართ"
"კვირის პალიტრის" მკითხველს ვეტყოდი, რომ არ დაგავიწყდეთ და მომავალ თაობებს ასწავლეთ, რა ფასად დაგიჯდათ "საბჭოთა ჩექმისგან" თავის დახსნა!"

რუტა ლი - 84 წლის ცოცხალი კინოლეგენდა. ქალი, რომელმაც ოდრი ჰერბერნთან, მარლენ დიტრიხთან, ფრენკ სინატრასთან, კლინტ ისტვუდთან და კიდევ ბევრ ვარსკვლავთან ითამაშა კლასიკად ქცეულ ფილმებში. რუტა დღეს კალიფორნიაში ცხოვრობს­ და მემუარებზე მუშაობს, თუმცა მემუარების გამოქვეყნებამდე ექსკლუზიურად­ "კვირის პალიტრას" გაუზიარა თავისი კარიერის ყველაზე კაშკაშა­ პერიოდის ამბები - როგორ შეხვდა ოდრი ჰეპბერნს, რატომ შეიღება­
თმა მარლენ დიტრიხის გამო და რა გამონაკლისზე დაითანხმა ნიკიტა ხრუშჩოვი...

- დილიდან საღამოს 10-მდე ვმუშაობ. ახლა ჩემს ბიოგრაფიულ წიგნს ვამთავრებ. ვუვლი მეუღლეს, რომელსაც დემენცია აქვს და ჩვენს ცხოველებს - ოთხ ძაღლს, კატას და ჩიტს, ასევე ვცდილობ, მეგობრებთან ერთად ყავის დალევაც მოვასწრო. მიუხედავად ასაკისა, ისევ ვახერხებ
კვირაში ერთხელ სატელევიზიო შოუში მონაწილეობას.­ დიდი ხანია, ჩართული ვარ საფონდო საქმიანობაში: "THE THALIANS - ჰოლივუდი მენტალური ჯანმრთელობის დასახმარებლად".­ მე და მსახიობი დები რეინოლდსი, 50 წელია, ამ საქმიანობას ვეწეოდით. სამწუხაროდ, დები 2016 წელს გარდაიცვალა...

კინოკარიერის დასაწყისში ჩემი ინსპირაციის წყარო იყო დედა. ის ლიეტუვიდან,­ ღარიბი გლეხის ოჯახიდან იყო. პატარაობი­დანვე დავყავდი ცეკვაზე, მუსიკაზე, მაძალებდა, რომ მეტი დრო გამეტარებინა წიგნებთან. დღემდე მეზარება საათობით მუშაობა, თუმცა სცენა ძალიან მიყვარს. ახლა, ჩემი ცხოვრების ამ გადმოსახედიდან, ახალგაზრდა გოგონებს მინდა ვუთხრა, რომ ყველა­ ქალი ლამაზია. ყველას გთხოვთ, გაუღიმეთ გარშემო მყოფებს,­ იმ ადამიანებს, ვინც ცხოვრების გზაზე შეგხვდებათ. თქვენი ღიმილით ვიღაცის ბნელ ცხოვრებას გაალამაზებთ, შესაძლოა, წამიერად, მაგრამ მაინც...

- ჰოლივუდის ძალიან ბევრ, უკვე კლასიკად ქცეულ ფილმში მიიღეთ მონაწილეობა. ხომ არ გაიხსენებდით, რა ხდებოდა კადრს მიღმა?
- ჩემი პირველი სამსახური იყო მონაწ­ილ­ეობა ფილმში Seven Brides for Seven Brothers. ამ ფილმმა ჩემი ცხოვრება შეცვალა. მაშინ რუტა კილმონისი მერქვა. პროდიუსერებმა მითხრეს, ამ გვარ-სახელით კინოვარსკვლავი ვერ გახდები, უნდა შევცვალოთო. რუტა ლიეტუვაში ძალიან პოპულარული სახელია, გვარი ლი მათ შემო­მთ­ავაზეს, რაზეც დავთანხმდი,­ მაგრამ როდესაც­ ფილმი ეკრანებზე გამოვიდა,­ გვარის შეცვლა დაავიწყდათ. ხალხი კითხულობდა, ვინ არის ეს რუტა კილმონისიო?..­ მომდევნო ფილმებში უკვე რუტა ლით მიცნობდა ყველა...

რუტა ლი და ფრენკ სინატრა

1955-1962 წლებში იღებდნენ სერიებს­ Alfred Hitchcock Presents (ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ). წინასწარ გამაფრთხილეს, ჰიჩკოკი არ არის გულგრილი ქერა გოგონებისადმი, ამიტომ თავი შორს დაიჭირეო.

სულ ერთად ვიყავით მე, ფრენკ სინატრა და დინ მარტინი. ბედნიერად მახსენდება ფილმ Sergeants Three-ს გადაღებები. ყველა ბიჭი, ვინც ფილმში მონაწილეობდა,­ დიდი პატივისცემით მეპყრობოდა. მაშინ 27 წლის ვიყავი. უნდა ვაღიარო, რომ ერთადერთი ქალი ვარ, რომელსაც ფრენკ სინატრასთან რომანი არ ჰქონია და ახლა ცოტა გულიც კი მწყდება. დინ მარტინი ყველაზე სასაცილო არსებაა, ვისაც კი ვიცნობდი. ახლა მეცოდება ჩვენი­ რეჟისორი, რადგან ვერ გვაჩერებდა, იმდენს ვანცობდით.­ ფრენკ სინატრა იყო ძალიან მომთხოვნი და ვერ იტანდა მეორე დუბლს. ამიტომ რეჟისორს აფრთხილებდა, ყველაფერი წინასწარ რამდენჯერმე შეემოწმებინათ, რომ ტექნიკური ხარვეზი არ ყოფილიყო...

- ოდრი ჰეპბერნი როგორი იყო კადრს მიღმა?
- ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება ოდრი ჰეპბერნთან შეხვედრა ფილმ Funny Face-ის გადაღებებზე, ძალიან თბილი და საყვარელი იყო. ერთხელ ვკითხე, დიეტას იცავ-მეთქი? მიპასუხა, ჭამა ძალიან მიყვარს, რესტორანში ვუკვეთ ყველაფერს, რის ჭამასაც ვისურვებდი, მაგრამ როდესაც მოაქვთ, ერთ-ორ ლუკმას ვჭამ, მხოლოდ ვუყურებო. აი, ასე ინარჩუნებდა წონას.

- ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ მარლენ დიტრიხი ცივად ეპყრობოდა მსახიობებს...
- 1957 წელს მარლენ დიტრიხთან ერთად ვითამაშე ფილმში Witness for the Prosecution. ძალიან ცივად შემხვდა. მაშინ ქერა თმა მქონდა. ერთი შემომხედა და თქვა: "არა, დაივიწყე!" იმ ღამესვე მუქად შევიღებე და მეორე დღეს გადაღებებზე შავი თმით მივედი. მერეც, გადაღებების დროსაც, ცივი იყო ჩემ მიმართ, მაგრამ მას, როგორც მსახიობს, ვეთაყვანებოდი, ის გრძნობდა კამერის ყველა მოძრაობას, განათებას, იცოდა დეკორაციები, ამიტომ დირექტივებს აძლევდა ტექნიკურ ჯგუფს და ისინიც ემორჩილებოდნენ.

ოდრი ჰეპბერნი და რუტა ლი

- ნიკიტა ხრუშჩოვზეც უნდა გკითხოთ. 1963 წელს თქვენ მას წერილი მისწერეთ.
- მას დავურეკე და ვთხოვე, ნება­რთვა მიეცა ჩემი მშობლებისთვის, წასულიყვნენ ლიეტუვაში ბებიის, ლუდვის კამანდულისის სანახავად, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 15 წელი გაატარა გადასახლებაში, ციმბირში. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ გადაასახლეს. ჩვენი ოჯახი არ მიეკუთვნებოდა მდიდართა ან განათლებულთა­ წრეს. როდესაც ბებია გადასახლებიდან ლიეტუვაში დაბრუნდა, ჩვენ ამანათებს ვუგზავნიდით, ძალიან ცოტას, რადგან კომუნისტებს­ ასეთი წესები ჰქონდათ. ერთ დღესაც მივიღეთ წერილი - ბებია სიკვდილის პირას იყო. ჩემმა­ მეგობრებმა დამპატიჟეს სადილზე, რომ დავმშვიდებულიყავი, ძალიან განვიცდიდი მის მდგომარეობას. სადილზე დავლიეთ. ღვინომ ისეთი გამბედაობა შემმატა, რომ გადავწყვიტე, შეუძლებელს შევჭიდებოდი. ძალიან ბევრჯერ დავრეკე კრემლში. 8-საათიანი ცდის შემდეგ პირდაპირ ნიკიტა ხრუშჩოვის თარჯიმანს დავუკავშირდი... როდესაც ხრუშჩოვი ჰოლივუდში იყო ჩამოსული, მას მსახიობები შევხვდით. თარჯიმანმა მითხრა, რომ ის ხშირად უყურებდა ფილმებს ჩემი მონაწილეობით და მოსკოვშიც მიმიპატიჟეს, რაზეც ცივი უარი განვაცხადე, მე არ ვმალავდი აგრესიას საბჭოთა რეჟიმის მიმართ. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ზარის შემდეგ მივიღე უფლება, ჩავსულიყავი ლიეტუვაში მშობლებთან ერთად. ისინი 35 წლის განმავლობაში ნატრობდნენ მშობლიურ მხარეში ჩასვლას, მე კი ბებიის ნახვა მინდოდა, რომელიც მანამდე არასდროს მენახა. ექვსი თვის შემდეგ ბებია კალიფორნიაში წამოვიყვანე, სადაც ორი წელი იცოცხლა. იცით, სასწაული რა იყო? მე მივიღე ეს ნებართვა მიუხედავად ჩემი ანტისაბჭოთა, ანტიკომუნისტური განწყობისა, რომელსაც არასდროს არსად ვმალავდი. "კვირის პალიტრის" მკითხველს და ყველა ქართველს ვეტყოდი, რომ არ დაგავიწყდეთ და მომავალ თაობებს ასწავლეთ, რა ფასად დაგიჯდათ "საბჭოთა ჩექმისგან" თავის დახსნა!
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა