საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

35-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ახალი კორონავირუსით დაუდგინდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა.

ამასთან, კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, 1 პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი ამჟამად უტარდება.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.

იხილეთ ასევე: რატომ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი და როდის უნდა ველოდოთ ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - რას ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი?