ემოციური კადრები აივნებიდან - როგორ უკრავენ ქართველები ექიმებს "მადლიერების ტაშს" - კვირის პალიტრა

ემოციური კადრები აივნებიდან - როგორ უკრავენ ქართველები ექიმებს "მადლიერების ტაშს"

საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც.

აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს.

„მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს.

აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის თანაორგანიზებით გაიმართა.

ვიდეო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა.