"საქართველო, მადლობა, რომ შეცვალე ჩემი ცხოვრება, რომ მაპოვნინე საკუთარი თავი"
"საქართველო, მადლობა, რომ შეცვალე ჩემი ცხოვრება, რომ მაპოვნინე საკუთარი თავი"
წარმოშობით იტალიელი ფრენკ მუზონე, რომელიც კანადაში ცხოვრობს და რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და სასტუმროებისა და რესტორნების მიმართულებით ტრენინგებს ატარებდა, სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ქართველებს ამხნევებს:

"ჩემო ძვირფასო საქართველო,
ამ ლამაზ ქვეყანაში ერთი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი. შემიყვარდა აქაური გემოები და მხარეები, მაგრამ საქართველოს უფრო მეტის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის. კულტურა და საოცარი ადამიანები, დიახ, თქვენ განვითარების პროცესში ხართ, მაგრამ მცირე დროში უკვე აჩვენეთ მსოფლიოს, რომ შეგიძლიათ ასეთი
შედეგების მიღწევა და დამოუკიდებლობის მოპოვება, როგორც ნებისმიერ სხვა, ევროპულ ქვეყანას. ბევრ ქვეყანაში მიცხოვრია, მაგრამ არცერთ ქვეყანაში ასეთი სითბო და სტუმართმოყვარეობა არ მიგვრძნია.

თქვენ მასწავლეთ სტუმართმოყვარეობა მაშინ, როდესაც აქეთ უნდა მესწავლებინა ეს თქვენთვის. "ყველა სტუმარი ღვთის საჩუქარია",  - ეს ის სიტყვებია, რომელსაც აქედან წავიღებ და მთელი
სიცოცხლის განმავლობაში მემახსოვრება. თქვენ მასწავლეთ დამენახა სამყარო სხვა თვალით, ვიყო მადლიერი იმით, რაც მაქვს. საქართველო, მადლობა, რომ შეცვალე ჩემი ცხოვრება, რომ მაპოვნინე საკუთარი თავი.

დიდი გულისტკივილით მიწევს კანადაში დაბრუნება, კორონავირუსის გამო. მაგრამ საქართველოში კიდევ დავბრუნდები. დავბრუნდები, რადგან საქართველოსგან დავალებული ვარ. მინდა, ჩემი წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის განვითარებაში. ვიბრძოლებ თქვენთან ერთად იმისთვის, რისიც ყველას გვჯერა.

შემიძლია ვურჩიო სასტუმროების მეპატრონებს, რომ გამოიყნენონ სოციალური ქსელები სამყაროს დასამშვიდებლად და უთხრან ყველას, რომ ამ ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით. აჩვენეთ მსოფლიოს, როგორ ეხმარებით ერთმანეთს ამ ყველაფრის დამარცხებაში. იყავით მაგალითი, და იქნებ, ქართველი ხალხი მსოფლიოსთვის მაგალითი გახდეს.

ჩვენ ყველანი, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წინაშე ვდგავართ. სასტუმროები, რესტორნები და არა მარტო ესენი, იკეტება. იმედია, ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება, მაგრამ როგორც ჩემი და ამბობს ხოლმე, მოემზადე უარესისთვის და გქონდეს უკეთესის იმედი.

საქართველო, წარმატებები! ძალიან მინდა დარჩენა, მაგრამ უნდა წავიდე.

საქართველო, მე შენ მიყვარხარ", - წერს "ფეისბუკში" ფრენკ მუზონე. (წყარო)

Xatuna
20 მარტი 2020 22:36
Madloba tqven chveni qveynis aseti shepasebisa da dapasebistvis
roland shanidze
20 მარტი 2020 10:51
stumari xvtizaa. gaixare.
ციცინო
20 მარტი 2020 10:16
საქართველოს ყოველთვის გამოირჩევა თავისი თბი ლი გულით ისტორიით და კულტურით მიხარია რომ გაიცანით საქართველო და მისი სითბო სიყვარული შეიცანით მადლობა წინასწარ ეს ყველაფერი იმედია მალე გაივლის დავდგეთ ერთად ყველა და ყველაფერი იმედია კარგად იქნება მადლობა თქვენ კიდევ გვესტუმრეთ და ბოლოს მშვიდობა მსოფლიოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები