"დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას" - რა განაცხადა გიორგი გახარიამ? - კვირის პალიტრა

"დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას" - რა განაცხადა გიორგი გახარიამ?

"დღეის მდგომარეობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას" - ამის შესახებ გიორგი გახრიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათში ამ გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ და როგორც კი ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ეს გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა გახარიამ.

სხდომა მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ესწრებოდნენ.