საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში - კვირის პალიტრა

საშობაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში

ქრისტეშობის დღესასწაულს ვულოცავთ ჩვენ მკითხველს - სიკეთე, ღვთის მადლი, ჯანმრთელობა, ბარაქა, ოჯახებისა და ქვეყნის წარმატება მოეტანოს უფალს თქვენთვის და მთელი საქართველოსთვის 2011 წელს!

მთავარი საშობაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა და, როგორც ყოველთვის, მრავალრიცხოვანი მრევლი დაესწრო, მათ შორის "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" - პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი მეუღლეებითურთ (პრეზიდენტს "არ ეცალა").

საქართველოს ქათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ჩვეულებისამებრ მიიღო მონაწილეობა ლიტურგიაში და ამ ფაქტს განსაკუთრებული სიხარული მოჰყვა მორწმუნეთა შორის, რადგან 6 იანვრის დილიდან რამდენიმე სოციალურ ქსელში ხელისუფლების აქტიურ მხარდამჭერებთან ასოცირებული ჯგუფების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი უწმინდესობა ავად იყო და იმდენად შეუძლოდ გრძნობდა თავს, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ პატრიარქი ჯანმრთელად ბრძანდება და მავანთ, უბრალოდ, სასურველი რეალურად მოეჩვენათ - აღარავისთვის გახლავთ საიდუმლო, რომ საქართველოს ეკლესიის წინამძღოლის ავტორიტეტი და მისადმი საყოველთაო სიყვარული, ბევრს უკარგავს მოსვენებას და უკვე სრულიად ღიად და უხამსად ებრძვიან მას, განსაკუთრებით კი, სწორედ სოციალურ ქსელებზე.

ასე რომ, საბედნიეროდ, პატრიარქი ჯანმრთელად ბრძანდება!

აქვე გთავაზობთ IPN-ის ფოტოკორესპონდენტის დავით კაკულიას ფოტორეპორტაჟს სამების საკათედრო ტაძრიდან.