"შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა - ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას"
"შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა - ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას"
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ეს პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც, რაც მართლაც სასიხარულოა. საინტერესოა, როგორ აფასებთ ხელისუფლების გატარებულ ზომებს?  - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- თუ თვალს გადავავლებთ, რა ხდება სამყაროში, ჩვენი ქვეყანა კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებული ზომებით, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს არის უპირველესად ჩვენი ეპიდემიოლოგების, სამედიცინო პერსონალის და ყველა შესაბამისი დარგის სპეციალისტის დამსახურება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებაც გაცილებით
ქმედითი გახდა, რაც ჩვენთვის, გარკვეულწილად, მოულოდნელიც იყო, თუმცა ამას აქვს თავისი ახსნა...
გარდა იმისა, რომ სისტემა კარგად მუშაობს, შესაბამისი სამსახურებიც კარგად აკვირდებიან გარე სამყაროში მიმდინარე პროცესებს, აანალიზებენ და სწრაფად რეაგირებენ; შედეგად, თუ სხვები ერთი ნაბიჯით აგვიანებენ, ჩვენ ვცდილობთ, თუ ერთი ნაბიჯით წინ ვერა, დროულად მაინც
გავატაროთ საჭირო ღონისძიებები. შეიძლება ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ვირუსის გავრცელების შეკავების ვადებით საქართველო ერთ-ერთ საუკეთესო პოზიციაზეა.

- როგორც უკვე ბრძანეთ, მთავრობა გახდა ქმედითი, სწრაფად იღებს ეფექტიან გადაწყვეტილებებს, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მმართველობაში ყოფნის თითქმის ყველა ეტაპზე უჭირდა. როგორ შეიძლება ეს აიხსნას?
- აქამდე სისტემა ვერ მუშაობდა ეფექტიანად, რადგან ინსტიტუციური ცენტრები და ძალის ცენტრები ერთმანეთისგან იყო დაშორებული, ანუ ინსტიტუციური ცენტრები არ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ისინი მიიღებოდა სადღაც სხვაგან, ამიტომ მთელი სისტემა მუშაობდა შეფერხებით. რაკი გადაწყვეტილებები შესათანხმებელი ჰქონდათ რაღაც გაუგებარ ძალის ცენტრებში, ეს, რა თქმა უნდა, აყოვნებდა და ხშირად შეუძლებელსაც კი ხდიდა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებასა და დროულად განხორციელებას. გვქონდა ვითარება, როცა პრემიერ-მინისტრის კაბინეტზე წარწერა "პრემიერ-მინისტრი" იყო სიმბოლური და არავის ჰქონდა განცდა, რომ ის იღებდა გადაწყვეტილებებს, ან იყო რამეზე პასუხისმგებელი. დღეს, როგორც ჩანს, ეს ვითარება შეიცვალა, ანუ ინსტიტუციურ ცენტრებზე მათი რეალური ფუნქციების დელეგირება მოხდა; შეიძლება ითქვას, რომ კრიზისმა ინსტიტუციური წესრიგი აღადგინა. როგორც ჩანს, ძალის ცენტრს - ბიძინა ივანიშვილს შექმნილი ვითარების ბევრი არაფერი გაეგება და პროცესებისგან შორს დგას, სწორედ ამიტომ სახელმწიფოც დაემსგავსა სახელმწიფოს. ამ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა, რაოდენ მნიშვნელოვანია ინსტიტუციური წესრიგი. მოკლედ, ივანიშვილი გაერიდა ვითარებას და ეს სახელმწიფოს წაადგა. კრიზისის შემდეგაც თუ ასე გააგრძელებს, უკეთესი იქნება. იხილეთ სრულად

ალექს
24 მარტი 2020 16:42
ჰო,რა,ზურგი არავის მიუშვირა, ჩამარტყი ბრუტუსო ?!
იზო
23 მარტი 2020 14:06
ეჰ, ხუხაშვილო!!!!!! შენ გაგეგება და ივანიშვილს არა? ასე რამ გაგაბოროტა, ყველა ყრუ და ბრმა რომ გგონია?
otari
23 მარტი 2020 13:58
რა თქმა უნდა ყველა ნორმალური ადამიანი კომპეტენტურ ორგანოებს მისცემს თავისი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელების საშუალებას! აი შენნაირი ნაძირალები კი უნდა მოიკვეთოს და ეს იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები