"ავად რომ გავხდი არ შემშინებია. ვიცოდი, რომ გადამარჩენდნენ, ვიცოდი რომ მიშველიდნენ" - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი - კვირის პალიტრა

"ავად რომ გავხდი არ შემშინებია. ვიცოდი, რომ გადამარჩენდნენ, ვიცოდი რომ მიშველიდნენ" - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ქალის, მარიამ სირბილაძის ამბავი, რომელსაც  რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინეს და დაავადების წინაღმდეგ მისმა ბრძოლამ წარმატებიათ ჩაიარა, სრულიად საქართველომ იცის. მარიამი იტალიაში მკურნალობდა, იქ ცხოვრობს და დღემდე დადის იტალიელ ექიმებთან კონსულტაციებზე. მისი დამოკიდებულება იტალიის მიმართ განსაკუთრებული და თვალშისაცემია. იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა გამოვლენის დღიდან,  მის განცდებს სოციალურ ქსელის საშუალებით უზიარებს საზოგადოებას:

"ახლა ძალიან მოკლედ დავწერ და მიხვდებით ჩემს ემოციურ ფონს, ბოლო კვირეების მანძილზე გული გამოგიღეთ, მაგრამ მაინც .

17 წლის წინ ჩამოვედი და არაფერი გამაჩნდა ოცნებების მეტი . საკუთარი შვილივით გამზარდა ამ ქვეყანამ, ყველაფერი მომცა რაზეც კი მიოცნებია, არასოდეს არ მიგრძვნია თავი უცხოდ , არასოდეს დავუმცირებივარ და დავუჩაგრივარ არავის . დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ ვცხოვრობ უცხო ქვეყანაში , უცხო მიწაზე, არც ემიგრანტი ვარ, მე აქ გავიზარდე და ყველაფერი რაც გამაჩნია აქ შევქმენი. სადაც წავალ ყველგან ჩემი რომაული აქცენტი დამყვება .

აქ დაიბადნენ ჩემი შვილები. ეს ქვეყანა მათი სამშობლოა. ავად რომ გავხდი არ შემშინებია . ვიცოდი რომ გადამარჩენდნენ , ვიცოდი რომ მიშველიდნენ და ასეც მოხდა . მეფერეს, მაიმედეს, მიმკურნალეს, ონკოპაციენტი დამასაქმეს ! მიფრთხილდებიან .

შიშში ვცხოვრობ ერთი თვეა , ჩემი ხალხის დაკარგვის შიშში და ბევრად უარესი ყოფილა ეს შიში , საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიშზე უფრო მეტად დიდი. კიბოსი არც არასდროს შემშინებია , ჩემი ხალხის დაკარგვის კი. სიცარიელეში და სიჩუმეში ვიცხოვრე ოთხი კვირა, ახლაც ვცხოვრობ და არც ის ვიცი როდემდე .

გუშინ პირველად ამევსო ფილტვები ჰაერით , შიშით გავიღვიძე , შიშით მოვედი საღამომდე და ამოვისუნთქე. აგვისტოს ომის დროს და ბოლო 4 კვირის განმავლობაში ერთნაირი რაოდენობით ვიტირე ორივე ქვეყანა და არ ვიცი რომელი უფრო მიყვარს , მართლა არ ვიცი ", - წერს მარიამ სირბილაძე.

"ჩემს კანს აღარ ასდის საავადმყოფოს სუნი, არც სიკვდილის" - რას ჰვება ახლგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც კიბო დაამარცხა?