"ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა თავი იგ­რძნო შე­უძ­ლოდ" - ონა­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნია განცხადებას ავრცელებს
"ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა თავი იგ­რძნო შე­უძ­ლოდ" - ონა­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნია განცხადებას ავრცელებს
ონა­ლა­ინ კა­ზი­ნო­ე­ბის პრო­ვა­ი­დე­რი კომ­პა­ნია "ევო­ლუ­შენ გე­ი­მინ­გი", რო­მე­ლიც დღეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა და­ხუ­რა, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ და­კეტ­ვამ­დე უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გვსურს გა­ვა­კე­თოთ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბა:

დღეს დი­ლას, ჩვენ­მა ერთ-ერ­თმა თა­ნამ­შრო­მელ­მა მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში თავი იგ­რძნო შე­უძ­ლოდ. ის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნეს სპე­ცი­ა­ლურ ოთახ­ში. გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად, და­ვუ­კავ­შირ­დით სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს, რო­მელ­მაც არ ჩათ­ვა­ლა, რომ ამ ადა­მი­ანს ჰქონ­და ვირუ­სის სიმპტო­მე­ბი და
შე­სა­ბა­მი­სად, არ მოხ­და მისი ტეს­ტი­რე­ბა. მას უბ­რა­ლოდ მი­ე­ცა მი­თი­თე­ბა წა­სუ­ლი­ყო სახ­ლში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ამ ადა­მი­ან­მა და­ა­დას­ტუ­რა რომ თავს გრძნობ­და კარ­გად და არ ჰქონ­და სიმპტო­მე­ბი, თუმ­ცა უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­ვად ეს ადა­მი­ა­ნი და ყვე­ლა მას­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი პირი სახ­ლში გაგ­ზავ­ნის შემ­დეგ, არი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად
იმი­სა, რომ არ არ­სე­ბობს ამ ვირუ­სის შემ­თხვე­ვის და­დას­ტუ­რე­ბა, ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოგ­ვცა მი­თი­თე­ბა სტუ­დი­ის შემ­დგო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და სტუ­დი­ებ­ში სახ­ლშია და იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ გვი­წევს შე­ვა­ჩე­როთ საქ­მი­ა­ნო­ბა, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - თა­მა­შის წარმდგე­ნე­ბი­სა და ბან­ქოს მჩე­ხა­ვე­ბის შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია ანა­ზღა­უ­რე­ბის გა­რე­შე. Evolution Georgia-ს სურს ხაზი გა­უს­ვას რომ მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. აქვე შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ იმ პრო­აქ­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ ბოლო კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე გა­ა­ტა­რა, რათა თბი­ლი­სის ოფი­სი უსაფრ­თხოდ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა:

შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა: ყვე­ლა შე­მომ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა. მათ, ვი­საც უფიქ­სირ­დე­ბო­დათ სი­ცხე, არ და­იშ­ვე­ბოდ­ნენ შე­ნო­ბა­ში; აკ­რძა­ლუ­ლი იყო ყვე­ლა გარე ვი­ზი­ტი შე­ნო­ბა­ში; ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს, ვინც არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნე­ბი­დან, შე­ე­ზღუ­და სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლა და ცვლებ­ში მუ­შა­ო­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ. ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბა:თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შე­ნო­ბა­ში მკვეთ­რად შემ­ცირ­და; ყვე­ლას თა­ნამ­შრო­მელს, ვისი სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კაც ამას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მუ­შა­ობ­და დის­ტან­ცი­უ­რად; შე­ჩერ­და ყვე­ლა ტრე­ნინ­გი; შე­ჩერ­და გა­სა­უბ­რე­ბის ყვე­ლა ეტა­პი; გა­მო­ირ­თო ყვე­ლა ლიფ­ტი; შე­ჩერ­და ყვე­ლა სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შაო ძი­რი­თად შე­ნო­ბა­ში;

სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა; შე­ნო­ბა A და შე­ნო­ბა С გან­ცალ­კე­ვე­ბით ოპე­რი­რებს. გუნ­დე­ბი სრუ­ლი­ად გან­ცალ­კევ­დნენ და არა­ვის აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­და­ად­გილ­დეს შე­ნო­ბებს შო­რის. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და ყვე­ლა სა­ერ­თო სივ­რცე­ში. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის გა­მო­ი­ყო თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯგუ­ფი; სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი და­ი­ხუ­რა; გა­სარ­თო­ბი ზონა და­ი­ხუ­რა; შეხ­ვედ­რე­ბი გა­უქ­მე­ბუ­ლია ან გა­და­ტა­ნი­ლია ციფ­რულ არ­ხებ­ზე.

დე­ზინ­ფექ­ცია: სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის შე­ძე­ნა, ყვე­ლა ზე­და­პი­რის ყო­ველ­დღი­უ­რი და­მუ­შა­ვე­ბა, რო­გო­რი­ცაა: კა­რის სა­ხე­ლუ­რე­ბის, თი­თის ანა­ბეჭ­დის სკა­ნე­რის, მა­გი­დე­ბის, სკა­მე­ბის, მო­ა­ჯი­რე­ბის, სარ­კე­ე­ბის, ლიფ­ტის და სხვა. და­მა­ტე­ბი­თი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მო­ი­ყო შე­ნო­ბის ყვე­ლა ზე­და­პი­რის მუდ­მი­ვი და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის; გა­სუ­ლი კვი­რის ბო­ლოს მოხ­და შე­ნო­ბის სრუ­ლი დე­ზინ­ფექ­ცია, რომ­ლის დრო­საც დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რა ყვე­ლა მა­გი­და და სტუ­დია; მიმ­ღებ­ში გან­თავ­სდა ან­ტი­ბაქ­ტე­რი­უ­ლი ხელ­სა­ხო­ცე­ბი და ხე­ლის მინი სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი. შე­ნო­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი ხე­ლის სა­ნი­ტა­ი­ზე­რე­ბი და­მონ­ტაჟ­და; სა­ერ­თო სივ­რცე­ში ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მია ნი­ღა­ბი; ხე­ლის საშ­რო­ბე­ბი გა­თი­შუ­ლია და ხელ­მი­საწ­ვდო­მია მხო­ლოდ ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცე­ბი.

მოგ­ზა­უ­რო­ბა: ყვე­ლა მივ­ლი­ნე­ბა გა­უქ­მდა; ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ბოლო დროს იმოგ­ზა­უ­რა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ იმ­ყო­ფე­ბო­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში; ამოქ­მედ­და შიდა ცხე­ლი ხაზი მოგ­ზა­უ­რო­ბას­თან და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე.

პრო­ცე­დუ­რე­ბი:დრო­ე­ბი­თი შრო­მი­სუ­უ­ნა­რო­ბის პრო­ცე­დუ­რა შე­იც­ვა­ლა, რათა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო სამ­სა­ხურ­ში მა­ღა­ლი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მქო­ნე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა ბი­უ­ლე­ტე­ნი­დან; ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვინც თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად/ საფრ­თხე­ში გრძნობ­და სამ­სა­ხურ­ში, ამო­ღე­ბულ იქნა სა­მუ­შაო გან­რი­გი­დან; მი­ნი­მა­ლუ­რი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის მო­თხოვ­ნა გა­უქ­მე­ბულ იქნა შემ­დგომ გან­კარ­გუ­ლე­ბამ­დე ; გავ­რცე­ლე­ბულ იქნა ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ, რათა მომ­ხდა­რი­ყო ყვე­ლას ინ­ფორ­მი­რე­ბა პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, მათ შო­რის, გავ­რცელ­და პოს­ტე­რე­ბი ოფის­ში, სტა­ტი­ე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში და გან­ცხა­დე­ბე­ბი თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე”,- ნათ­ქვა­მია კომ­პა­ნი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში




მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები