"პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიური სახელმწიფო წარმატების მაგალითად იქცა" - რას წერს ევროპული გამოცემა საქართველოზე - კვირის პალიტრა

"პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიური სახელმწიფო წარმატების მაგალითად იქცა" - რას წერს ევროპული გამოცემა საქართველოზე

"საქართველოს გაშმაგებული ბრძოლა COVID-19 - ის წინააღმდეგ", - ასე დაასათაურა ევროპულმა გამოცემამ euractiv. com საქართელოს შესახებ გამოქვეყნებული ვრცელი სტატია. გამოცემა წერს, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კავკასიური სახელმწიფო წარმატების მაგალითად იქცა.

"ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული პროფესიონალთა დიდ ჯგუფთან, რომელთაც აქვთ რთული სიტუაციების მართვის კარგი უნარი", - წერს კარნეგის ევროპული ანალიტიკური  ცენტრის უფროსი მკვლევარი, თომას დე ვაალი, რომელიც კომპლიმენტებს არ იშურებს საქართველოს მისამართით.

ევროპული გამოცემა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს:

იანვარს საქართველომ გააუქმა ჩინეთის მიმართულებით ფრენები და დაიწყო აეროპორტში იმ მოგზაურების მკაცრი შემოწმება, რომელთაც შეხება ჰქონდათ კორონავირუსის მაღალი რისკს ქვეყნებთან. ბაგა - ბაღებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში შეაჩერეს საგანმანათლებლო პროცესი. მოგვიანებით დაიხაურა სავაჭრო ობიექტები, მაგრამ სასურთო მაღაზიები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ფოსტა და ბანკები მუშაოებენ ჩვეულ რეჟიმში.

20 მარტიდან საქართველოს საზღვარზე გადმოსული ყველა მოქალაქე წაიყვანეს კარანტინში.

21 მარტს, პარლამენტმა დაამტკიცა საგანგებო მდგომარეობა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უწოდა "არა ექსტრემალური".

"მკაცრი ზომების დაწესება გაგრძელდა, როდესაც მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის რკინიგზა, 24 მარტიდან დროებით წყვეტდა მუშაობას. 23 მარტს ხელისუფლებამ სრული კარანტინი დაუწესა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს 158 000 ადგილობრივი მაცხოვრებლით მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ დიაგნოსტირებულ ხანდაზმულ ქალბატონს კონტაქტი 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონია რელიგიურ ღონისძიებაზე ყოფნისას. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ხალხი აკრიტიკებდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად წირვების გაგრძელებისთვის",- ნათქვამია სტატიაში. წყარო

Covid-19-ის კოდი ნაპოვნია?! - რას ამბობს ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობს?(ექკლუზივი)