"ჩვენთან, ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა ვირუსი..." - რას ამბობს ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი, მეუფე საბა
"ჩვენთან, ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა ვირუსი..." - რას ამბობს ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი, მეუფე საბა
ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი, მე­უ­ფე საბა ინწკირ­ვე­ლი, რო­მელ­მაც გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამე­რი­კა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სამ­ღვდე­ლო­ე­ბის სა­ხელ­ზე მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა, აცხა­დებს, რომ ვირუ­სი ერთ-ერთ სტი­ქა­რო­სან­საც და­უდ­გინ­და.

ამის შე­სა­ხებ მე­უ­ფემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და. შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, მის ეპარ­ქი­ა­ში მსა­ხუ­რე­ბე­ბი შე­ი­ზღუ­და. ეპის­კო­პო­სმა მრევლს შინ დარ­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­და.

"არ მინ­და პა­ნი­კა შე­იქ­მნას, მაგ­რამ ჩვენ­თან ერთ-ერთ სტი­ქა­რო­სან­საც და­უდ­გინ­და ვირუ­სი, ამი­ტომ შევ­ზღუ­დეთ ჩვენ მსა­ხუ­რე­ბე­ბი, რად­გან არ ვი­ცით, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ვინ იქ­ნე­ბა ხვალ იმ რი­გებ­ში, რო­მელ­საც ეს
ვირუ­სი შეხ­ვდე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მე ვარ, ან სხვა ადა­მი­ა­ნი, ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თი უნდა და­ვიც­ვათ და დღეს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მო­წო­დე­ბა რაც არის, დარ­ჩით სახ­ლში, სახ­ლი­დან ვი­ლო­ცოთ, მო­ვე­ფე­როთ ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს.

ამ ვირუს­მა ესეც მოგ­ვცა, რომ ოჯა­ხე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთს ვერ ხვდე­ბოდ­ნენ სახ­ლებ­ში და ახლა ერ­თად ცხოვ­რო­ბენ, სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი
გა­უჩ­ნდათ, ფიქ­რო­ბენ სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, რაც შე­იძ­ლე­ბა და­ვი­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და გარ­კვე­ულ­წი­ლად ადა­მი­ანს. ამი­ტომ კარ­გიც უნდა და­ვი­ნა­ხოთ, დავ­რჩეთ სახ­ლში და სახ­ლი­დან ვი­ლო­ცოთ.

მე­უ­ფე გი­ორ­გი მარ­ნე­უ­ლის მღვდელმთა­ვარ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩვენ ვიქ­ნე­ბით ეკ­ლე­სი­ა­ში, ვი­ლო­ცებთ თქვენ­თვის და თქვენ სახ­ლი­დან ილო­ცეთ ჩვენ­თვის. აი ესე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი არის დღეს მი­სა­ბა­ძი, რო­მე­ლიც მრევ­ლმა უნდა ის­მი­ნოს", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე სა­ბამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები