კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმა სასტიკ ვირუსს შეაჩერებს?
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმა სასტიკ ვირუსს შეაჩერებს?
ამერიკის "კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტო"(USFDA) ამჟამად კორონავირუსის მკურნალობის ახალ მეთოდზე მუშაობს, რაც უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმით დაინფიცირებულის განკურნებას გულისხმობს.

მეთოდი უკვე დაიტესტა ჩინეთში, თუმცა საბოლოო პასუხები ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ამის მიუხედავად ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სისხლის პლაზმით მკურნალობა იმაზე სწრაფად მოგვცემს შედეგს, ვიდრე მედიკამენტები.

ამერიკის "კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტომ" რამდენიმე დღის წინ განაცხადი გააკეთა იმის თაობაზე, რომ კორონავირუსისგან უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმის გამოყენებით ვირუსის სწრაფი
მკურნალობის პერსპექტივა რეალურია.

"სამკურნალო პლაზმა"- ასე ჰქვია მეთოდს, რომელსაც "კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტო" სხვა ქვეყნებსაც სთავაზობს ვირუსთან ბრძოლის მართვაში. მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის Johns Hopkins Bloomberg School of Public Health-ის ექიმს, ინფექციონისტს ართურო  კასადევალს მიაჩნია, რომ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმა კრიტიკულად მძიმე პაციენტების
განკურნებაში დაეხმარება და ასევე მედპერსოსნალის იმუნური სისტემის გაძლიერებაში ექნება მნიშვნელოვანი როლი. მეთოდი, რომელიც ინფექციისგან განკურნებული ადამიანის სისხლიდან ვირუსის ანტისხეულების აღებას გულისხმობს, დაახლოებით საუკუნეს ითვლის, თუმცა ეს მეთოდი ამერიკის შეერთებულ შტატებში მანამდე არ იყო ფართოდ გავრცელებული. ადამიანს აქვს უნარი, რომ შექმნას დიდი რაოდენობით ანტისხეული, უკვე დაინფიცირებული პათოგენის წინააღმდეგ საბრძოლველად.

როგორც ექსპერტები აცხადებენ: "მკურნალობის ამ მეთოდს აქვს თავისი რისკები, სიფრთხილე გვმართებს სისხლის ჯგუფის შერჩევისას და გადასხმის პროცესში სხვა პათოგენების გადაცემაში, რაც უნებლიეთ შეიძლება მოხდეს. მიუხედავად ამისა, ბოლო ათწლეულების მიღწევებმა სულ უფრო შეამცირა ასეთი შემთხვევების რისკი. სისხლის ბანკები ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ტესტებით, რომ დაადგინონ აქვს თუ არა დონორს სისხლში ანტისხეულები, რომელიც კლავს კორონავირუსს.

ამჟამად კორონავირუსის ანტისხეულებით განკურნების ამ მეთოდზე მუშაობას, რომელიც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინიციატივაა (ერთ-ერთი წამყვანი კვლევით და აკადემიურ დაწესებულება მსოფლიოში, შტატების საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში შედის. 2016 წელს Times Higher Education-მა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტს მე-11 ადგილი მიანიჭა მსოფლიოს მასშტაბით) მინესოტას შტატის Mayo Clinic Minnesota (მსოფლიოს ერთერთი უმსხვილესი სამედიცინო კვლევითი ცენტრი) Stanford University Medical Center -ი და Albert Einstein College of Medicine -ი შეუერთდნენ. ახლა მსოფლიოს წამყვანი ამერიკული სამედიცინო-კვლევითი ცენტრები Covid19 -თან საბრძოლველად ყველაზე სწრაფ და ეფექტურ გზად სისხლის პლაზმას განიხილავენ.

Johns Hopkins Bloomberg School of Public Health-ის ექიმი, ინფექციონისტი ართურო კასადევალი იმ მეცნიერებს შორისაა, მას მიაჩნია, რომ რამდენადაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, პრეპარატის შექმნას თვეები დასჭირდება და ეს პროცესი გარდაუვალია, ადგილობრივი სისხლის ბანკები კი სამკურნალო პლაზმის გამომუშავებას რამდენიმე კვირის განმავლობაში შეძლებენ. შესაბამისად, კორონავირუსის დამარცხებაში უკვე გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი შესაძლოა ერთ-ერთ მთავარ იარაღად იქცეს.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები