"ყველაზე ხშირი კომპლიმენტი, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებ, ანას უკავშირდება - სულ მას მიქებენ"
"ყველაზე ხშირი კომპლიმენტი, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებ, ანას უკავშირდება - სულ მას მიქებენ"
"დიდი შვებაა, როცა ამ დროს არსებობს ადამიანი, რომელიც ზოგჯერ რეჟისორზე მეტად შენიანია და რაღაცებს გირჩევს. თუმცა, მუშაობისას არასოდეს ვართ ცოლ-ქმარი"

"ყველაზე ხშირი კომპლიმენტი, რომელსაც ცხოვრებაში ვიღებ, ანას უკავშირდება - სულ მას მიქებენ", - ღიმილით მითხრა მიხეილ თუმანიშვილისა და ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის თეატრების მსახიობმა ცოტნე მეტონიძემ მეუღლის შესახებ, რომელიც ასევე თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. "ერთმანეთისგან ყველა თვალსაზრისით, აბსოლუტურად განვსხვავდებით, მაგრამ ამგვარი სულიერი მოკავშირე არ არსებობს, ასეთი ერთობის შეგრძნება არავის მიმართ მქონია.
საოცარია ისიც, რომ ამ განსხვავებულობის მიუხედავად, კონფლიქტებიც არ არსებობს. ალბათ ესაა სიყვარული", - სიტყვა ჩამოართვა მეუღლეს ანამ.

ანა:
- ერთმანეთი თეატრში გავიცანით. გოგი ქავთარაძის სპექტაკლში პარტნიორები ვიყავით. მოგვიანებით, ჩვენი გზები ნუგზარ ბაგრატიონის დადგმულ "დარისპანის გასაჭირში" გადაიკვეთა, სადაც უფრო ახლო პარტნიორობა მოგვიხდა. ერთად მეტ დროს ვატარებდით, თუმცა,
ჯერ კიდევ მეგობრები ვიყავით.

- ფაქტია, ნუგზარ ბაგრატიონის ფავორიტი მსახიობი ხართ: მისი რეჟისორობით დადგმულ არაერთ სპექტაკლში თამაშობთ.
- ასე გამოვიდა. ბოლო პერიოდში რა სპექტაკლებიც დადგა, მონაწილეობა მივიღე. ამისთვის მადლიერი ვარ. ბევრი ვისწავლე. მასთან მუშაობის გამოცდილება სხვა პროექტებშიც ძალიან დამეხმარა.

- ორი მსახიობის თანაცხოვრებას ალბათ, სიმარტივესთან ერთად, სირთულეც ახლავს...
- სიმარტივე ის გახლავთ, რომ ყოველთვის გვესმის ერთმანეთის. რაც შეეხება სირთულეს, ეს კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით ჩვენი განსხვავებული დამოკიდებულებაა. პროფესიული კამათი ხშირად გვაქვს.

- ერთმანეთის შენიშვნებს ითვალისწინებთ?
- მისი აზრი მნიშვნელოვანია, გამითვალისწინებია და ამით ბევრჯერ მომიგია კიდეც, თუმცა, არის რაღაცები, რასაც არ ვითვალისწინებ, რადგან კატეგორიულად არ ვეთანხმები.
ცოტნე:
- მსახიობებს არცთუ იშვიათად გვაქვს დეპრესიული განწყობა. დიდი შვებაა, როცა ამ დროს არსებობს ადამიანი, რომელიც ზოგჯერ რეჟისორზე მეტად შენიანია და რაღაცებს გირჩევს. გაგვიმართლა, რომ საერთო თეატრი გვაქვს და სპექტაკლზე მუშაობაც, უმეტესად, ერთად გვიხდება. თუმცა, მუშაობისას არასოდეს ვართ ცოლ-ქმარი.

- ანა, თქვენ ფილმში თამარ მეფის როლზე დაგამტკიცეს. როგორი განცდა იყო, როცა შეიტყვეთ, რომ რეჟისორმა როლისთვის სწორედ თქვენ შეგარჩიათ?

- ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა ამ პროექტისა და მასში ჩემი მონაწილეობის შესახებ. თუმცა, რეჟისორის ხედვა იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რწმენა მეც გადმომედო და შემოთავაზებას დავთანხმდი. საბოლოო მასალა არ მინახავს. საერთოდ, იშვიათად ვუყურებ საკუთარ ნამუშევარს, რადგან საშინლად არ მომწონს საკუთარი თავი. როცა თამაშობ, ის იმწუთასაა ცოცხალი, გარკვეული დროის შემდეგ კი იმ ამოცანასა და მისი შესრულების ხერხებს სხვაგვარად ხედავ. ეს შიშია ჩემი სისუსტე. მეგობრებმა მითხრეს, რომ ფილმი საინტერესო გამოვიდა. იყო შენიშვნებიც და ქებაც. ფილმი სპეციალურად სკოლებში საჩვენებლად გადაიღეს. მიზანი ბავშვებისთვის ისტორიის მიმართ ინტერესის გაღვივება იყო.

- როგორი დედა ხართ?
- ერთადერთი, ვინც "მერევა", ჩემი შვილია. საინტერესო, პრინციპული გოგონაა. რთულად შესაღწევი სამყარო აქვს. პროფესიად სამედიცინო მიმართულება აირჩია. ვფიქრობ, აქვს რესურსი, პროფესიაში მნიშვნელოვანი იყოს.

- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
ცოტნე:
- მე დიეტაზე ვარ (იცინის). თავისუფალი დრო, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მხოლოდ შუალედი რეპეტიციებს შორის.
ანა:
- გაგიკვირდებათ და თავისუფალ დროსაც თეატრში დავდივართ. ყოველთვის მაინტერესებს, რა ხდება სხვა თეატრებში, რა მასალაზე და როგორ მუშაობენ. დედა მსახიობია და ბავშვობაში ხშირად ვიყავი თეატრში. მახსოვს ფარდის აწევის საოცარი მოლოდინი. განცდა მქონდა, რომ ამის შემდეგ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდებოდი და ეს ბავშვობის ემოცია დღემდე მომყვება. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ხან კმაყოფილი ვარ, ხანაც - იმედგაცრუებული, თუმცა მისვლა არასოდეს მინანია, რადგან არ არსებობს სპექტაკლი, საიდანაც თუნდაც უმცირეს პროფესიულ მარცვალს ჩემს პატარა "ხურჯინში" არ შევინახავ.  გაგრძელება


ლან
29 მარტი 2020 17:38
უნიჭიერესები
ლილიკო
26 მარტი 2020 01:26
ჩემი ფავორიტები
ლალი დეიდა
26 მარტი 2020 00:42
სულ წარმატებულები მენახეთ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები