"მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილსა და კორნავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალს შორის ნათესაური კავშირი და კონტაქტი არ დასტურდება" - კვირის პალიტრა

"მარნეულიდან გადმოყვანილ ახალშობილსა და კორნავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალს შორის ნათესაური კავშირი და კონტაქტი არ დასტურდება"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან მათ კლინიკაში გადაყვანილ ახალშობილსა და კორნავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალს შორის ნათესაური კავშირი და კონტაქტი არ დასტურდება.

მისი თქმით, ჩვილის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"ჩვილის პასუხს კორანავირუსის ტესტზე დღის მეორე ნახევარში ველოდებით. რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილ 62 წლის ქალბატონთან კავშირს, ნათესაური კავშირი, როგორც ვიცი, მათ შორის არ დასტურდება და კონტაქტიც, როგორც ვიცი, მათ შორის არ ყოფილა",- განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, მარნეულიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალშობილი დღეს შეიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალშობილი ფასდება, როგორც "საეჭვო შემთხვევა".

"ინტერპრესნიუსი"