"მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არის განკუთვნილი" - რას აცხადებს ეკატერინე თიკარაძე
"მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არის განკუთვნილი"  - რას აცხადებს ეკატერინე თიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მარნეულში 1000 სწრაფი ტესტი ჩამოვიდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაზე არის განკუთვნილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სწრაფი ტესტებით ტესტირების ვადა 6 საათის ნაცვლად საათნახევრამდე შემცირდება, რაც პირველი ეტაპისთვის უფრო შემოკლებულ ვადებში პაციენტების ნაკადების მართვის საშუალებას მოგვცემს.

"ეს სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო 6 საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო
შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილია აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენ კიდევ ველოდებით ტესტების დამატებით რაოდენობას.

1000 ტესტი არის ამ ეტაპზე ჩამოტანილი და ველოდებით კიდევ დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000- ს. საერთო ჯამში, ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს
200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად იქნება ჩამოტანილი საქართველოში. თქვენ იცით, რომ მსოფლიოში არის ტესტების დეფიციტი, შესაბამისად, საკმაოდ რთულია მათი მოგროვება და შესყიდვა, მაგრამ მიუხედავად ამისა მოვახერხეთ და დავდეთ ხელშეკრულება 200 000 ტესტზე. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ტესტები გაკეთდება მარნეულში“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობას, რაც უფრო დადებითია იგი, მით უფრო კარგად შესწევს ორგანიზმს ვირუსთან ბროძლის უნარი. როგორია თქვენი განწყობა დღეს?
დღის კითხვადი სტატიები